ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4488        EUR 2.87        GBP 3.2434        RUB 3.9137        UAH 0.9332        AZN 1.4443        AMD 5.0974      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
სპონსორები
კომპანიის სიახლეები << უკან
Wizz air-ი ხვალ, ქუთაისის აეროპორტში ახალ თვითმფრინავს შემოიყვანს
16 მაისი, 2018, 10:18
Wizz air-ი ხვალ, ქუთაისის აეროპორტში ახალ თვითმფრინავს შემოიყვანს

თბილისი (GBC) - Wizz air -ი საქართველოში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის.

17 მაისიდან,  ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში  ოპერირებას Wizz air-ის ახალი A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია სიხშირეებს ზრდის  ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებითაც. 

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიამ  ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო, საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250 ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

რაც შეეხება ფრენებს: 2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა, ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება.

ავიაკომპანია  3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება.

ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით,  ავიარეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან  ევროპის 14 ქვეყნის 21 მიმართულებით შესრულდება. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა. 

2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში ჯამური მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14 % გაიზარდა.

მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს  აეროპორტის გაფართოება. ახალი ტემინალი 2019 წლის დასაწყისში გაიხსნება და აეროპორტი  საათში სამჯერ მეტი, 1000-1100 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები