ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4438        EUR 2.8869        GBP 3.2881        RUB 3.9817        UAH 0.9383        AZN 1.4413        AMD 5.0596      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფულის მიღების რიგში ჩამდგარი გუდვილის  500 კრედიტორი შიშობს ხელმოცარული არ დარჩეს
ნინო შუბითიძე    
16 მაისი, 2018, 20:08
ფულის მიღების რიგში ჩამდგარი გუდვილის  500 კრედიტორი შიშობს ხელმოცარული არ დარჩეს

თბილისი (GBC)  -  ფულის მიღების რიგში ჩამდგარი „გუდვილის“   500 კრედიტორი შიშობს ხელმოცარული არ დარჩეს.

„გუდვილის“ ცნობით,  თიბისი ბანკი  დიდი დიღმის სუპერმარკეტის  გაყიდვას, საიჯარო ხელშეკრულების დათქმით არ აპირებს. საცალო რითეილერის იურისტის  ინფორმაციით, ხელშეკრულების ახალი ვადით  გაფორმებაზე  თიბისის უარი შეუთვლია.

რეაბილიტაციის ვადა  2022 წელს სრულდება  „თიბისის“ და „გუდვილის“ შორის საიჯარო ხელშეკრულებას კი ვადა გაისად ეწურება.

როგორც ცნობილია, „თიბისის“  კარგი შეთავაზება გამოუჩნდა და დიდ დიღომში კუთვნილი  ქონების გაყიდვა სურს.   „გუდვილს“ შეთანხმება  ბათუმის ქონების ანალოგიური სურს. თიბისის  ბათუმის ფართის ვინმე მექვაბიშვილისთვის აქვს მიყიდული და სუპერმარკეტი იმ ფართში კვლავ ფუნქციონირებს. მექვაბიშვილთან სახელშეკრულებოს ვადა, აქაც, 2019 წელს იწურება.

თიბისის უზრუნველყოფაში აღნიშნული ფართები გაუსტუმრებელი სესხების სანაცვლოდ აქვს მისაკუთრებული.   უზრუნველყოფილ კრედიტორს 13+24 მილიონი „გუდვილმა“  ბათუმის და თბილისის 2 ობიექტით გაუსტუმრა და  ქეშად  18 მილიონი დაუმატა.

ბანკის და Milano investment-ის (11 თვის განმავლობაში იყო მაჟორიტარი აქციონერი (60%) გასტუმრების შემდეგ ,  თიბისის მიერ დამტკიცებული, გუდვილის რეაბილიტაციის გეგმით, ჯერი 25 მლნ-ის გადახდაზე მიდგა, რომელიც 500-მა არაუზრუნველყოფილმა კრედიტორმა ნაწილ-ნაწილ  ყოველკვარტალურად უნდა მიიღოს.

Milano -ს (იტალიელი ინვესტორი)  შემოსვლა - წასვლა "გუდვილის" რეაბილიტაციამდე და შემდეგაც,  მითქმა-მოთქმის საგნად დარჩა.

კრედიტორთა ნაწილი, კომპანიასთან  გოგი შევარდნაძის  5.3 მლნ -ის გარიგებას ისევე საეჭვოდ მიიჩნევენ, როგორც „გუდვილის“ და „მარშეს“ აქციონერების,  გოგი შევარდნაძის და ირმა ქოსაშვილის  ცოლ-ქმრულ  გარიგებას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები