ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4438        EUR 2.8869        GBP 3.2881        RUB 3.9817        UAH 0.9383        AZN 1.4413        AMD 5.0596      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დისქავერ ცენტრი, გადასახედები და 280-მეტრიანი შუშის ლიფტი - ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის პროექტირება მიმდინარეობს (ფოტო)
17 მაისი, 2018, 11:30
დისქავერ ცენტრი, გადასახედები და 280-მეტრიანი შუშის ლიფტი - ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის პროექტირება მიმდინარეობს (ფოტო)

თბილისი (GBC) - ენგურჰესზე ტურისტული ცენტრის მოწყობისთვის პროექტის მომზადება ბოლო ეტაპზეა. 

სააგენტო BPN -ის ცნობით, ამ პროექტის მიხედვით, ჰესის მიმდებარე ტერიტორია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურისტულ ატრაქციად იქცევა.

პროექტზე ესტონური კომპანია  „კოკო არქიტექტორები" მუშაობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის  ბექა ბარამიძის თქმით, საპროექტო სამუშაოები ივლისში დასრულდება.

bpn

„შემდეგ უკვე ადგილზე ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. ტენდერით შერჩეულ კომპანიას ექნება მაქსიმუმ ხუთწლიანი ვადა, რომ პროექტი სრულად განახორციელოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საინვესტიციო დაინტერესება, როგორი იქნება. შეიძლება ინვესტიციის ნაწილში სახელმწიფო თანამონაწილე იყოს, შეიძლება - არა. თუ აქტიური საინვესტიციო დაინტერესება იქნება, მაშინ მთლიანად კერძო ინვესტიციების ფონზე წარიმართება ტურისტული ცენტრის მოწყობა. ამ ეტაპზე რამდენიმე მოდელს განვიხილავთ“, - განმარტავს ბარამიძე.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოჩნდება, პროექტის სრული საინვესტიციო ოდენობაც, თუმცა, სავარაუდოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

პროექტი გულისხმობს „დისქავერ ცენტრის“, 280 მეტრიანი შუშის ლიფტის, ატრაქციის, გადასახედი მოედნების, კაფე-ბარების მოწყობას.  ადგილზე მოეწყობა 7 გადასახედი მოედანი. მაქსიმალურად გაითვალისწინებენ უსაფრთხოების ნორმებსაც. 


bpn



bpn

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები