ოქრო NYMEX(უნც.)  1245.30  +0.07%    |    პლატინა (უნც.)  835.80  +0.10%    |    ვერცხლი (უნც.)  16.04  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  944.30  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  14890  +0.13%    |    ალუმინი (ტონა)  2064.25  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  74.69  +1.77%    |    გაზი(NYMEX)  2817  -0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.13  -1.24%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112  -2.18%    |    ხორბალი (ტონა)  478.25  +1.28%    |   
 USD 2.4479        EUR 2.866        GBP 3.2462        RUB 3.9322        UAH 0.9338        AZN 1.4438        AMD 5.085      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
ევექსის ქსელში რადიოლოგიური კვლევები უახლესი თაობის აპარატებით ხორციელდება
შალვა თადუმაძე: ამ ქვეყანაში ცხოვრობდა 2 მილიარდერის ოჯახი და ორივე  ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი
სპონსორები
კომპანიის სიახლეები << უკან
რაჭაში ევროპული ტექნოლოგიების ფერმა ზაფხულში გაიხსნება
17 მაისი, 2018, 15:57
რაჭაში ევროპული ტექნოლოგიების ფერმა ზაფხულში გაიხსნება

თბილისი (GBC) –  რაჭაში, სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ღორების ფერმა ივნისში უნდა გაიხსნას.

ფერმა ქართული მთის ღორის გადარჩენის 5 ეტაპიანი პროექტის პირველი ეტაპია. რომლის ღირებულება 750 000 დოლარია, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარს შეადგენს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით,  პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში.

მეორე და მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს.

მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. მეხუთე ეტაპი კი ქართული  ჰამონისა რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს.

შეგახსენებთ, პროექტს  „საპარტნიორო ფონდი“ და  ქართულ - ესპანური „Native Georgian”-ი ერთობლივად ახორციელებს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები