ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4801        GBP 3.889        RUB 4.4615        UAH 1.1874        AZN 1.8725        AMD 6.6219      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსთავი -სადახლოს გზის გაყვანის გამო ბიო-მეურნეობა ქართული კენკრა საფრთხეშია
17 მაისი, 2018, 22:06
რუსთავი -სადახლოს გზის გაყვანის გამო ბიო-მეურნეობა ქართული კენკრა საფრთხეშია

თბილისი (GBC)  - ბიო-მეურნეობა "ქართული კენკრა" დახმარებას ითხოვს. 

სამი ფერმერი ქალის პლანტაცია განადგურების საფრთხეშია, მიზეზი რუსთავი- სადახლოს გზის მშენებლობაა, რომელიც პლანტაციასთან ჩაივლის. 

ამხანაგობის დამფუძნებელი თეა ქუთათელაძე მთავრობას,  და არასამთავრობო ორგანიზაციებს დამხარებას სთხოვს.  თეამ განგაში სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტით გამოხატა. 

"სამი ფერმერი ქალის პლანტაცია საფრთხეშია!!! პლანტაციას გვართმევენ! სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ბიო პლანტაცია საბოლოოდ გაუნადგუროს და წაგვართვას ეს ბიზნესი!!! რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყარაულისგან შემთხვევით გავიგეთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ვიღაცეები იყვნენ შემოსულები და რაღაცეებს ზომავდნენ. როდესაც ყარაული გაესაუბრა მათ და ჩვენი საკონტაქტოებიც გადასცა, ისინი ხაზზე არ გამოვიდნენ. რასაკვირველია დავიწყეთ გამოძიება თუ რა ხდებოდა და სოფელში გაგონილი ჭორის შედეგად, რომ შეიძლება გზა გასულიყო, მივაკითხეთ გზების დეპარტამენტს, სადაც საშინლად მიგვიღეს. გვითხრეს, რომ დიახ, პირდაპირ ჩვენს პლანტაციაში გავიდოდა რუსთავი-სადახლოს გზა და ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით, არც ჩვენი ბიო მეურნეობა აინტერესებდათ, ვინაიდან კანონმდებლობაში არაფერია ამ მიმართულებითო და ფაქტიურად მიგვანიშნეს, თუ ზედმეტად ვიაქტიურებდით, მიწას ისედაც ჩამოგვართმევდნენ, ვინაიდან ეს ნიშნავდა რომ ვეწინააღმდეგებოდით სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობას. ჩვენი თხოვნა იყო, თუ გზას ვერ გადაწევდნენ საგრძნობლად, რომ პლანტაცია საბოლოოდ არ გაფუჭებულიყო, ადგილმონაცვლეობა გაეკეთებინათ. ბოლომდე არ გვინდოდა მაშინ ეს დაგვეჯერებინა, რომ სახელმწიფო ასე გაგვიმეტებდა სამ ფერმერ ქალს, რომლებმაც მართლაც რომ გადატრიალება მოვახდინეთ, საოცარი პლანტაცია გავაშენეთ, ავიყოლიეთ უამრავი ადამიანი, უამრავ ადამიანს გაუჩნა იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა და საქმე ექნებოდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომელიც კვლავ არ გვინდოდა დაგვეჯერებინა, რომ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებს დავეჯახეთ და გვართმევდნენ პლანტაციას, ვინაიდან ჩვენს გარეშე ჩაატარეს ვითომც და ინვენტარიზაცია, არ დაგვიძახეს არც ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც ჩვენი მეზობლები თურმე მიუწვევით და თურმე ვერ მოგვნახეს. მივმართეთ მსოფლიო ბანკს, ვინაიდან ისინი არიან ამ გზის დამფინანსებლები და მხოლოდ მათი ჩართვის შემდეგ იკადრეს ჩვენთან მეორეჯერ შეხვედრა. მათ კარგად ავუხსენით, რომ თუ პლანტაციაში გზა გაივლიდა ვერანაირი ბიო მეურნეობა ვერ იქნებოდა, არამცთუ თუ ბიო, არამედ არაბიოც. ასევე ვკითხეთ, რომ თუ სახელმწიფოს ამ გზის მშენებლობა უკვე თითქმის წელი ჰქონდა გადაწყვეტილი, რატომ არ იცოდა ეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და რატომ დაგვაფინანსა ამდენი პროექტით, რატომ დაიხარჯა იგივე ხალხის ფული ტყუილად. წინა კვირაში შემეხმიანა გზების დეპარტამენტიდან ქალბატონი მარიამ ბეგიაშვილი, რომელმაც დამარწმუნდა, რომ რეალური ინვენტარიზაცია ჩატარდებოდა, რადგან ის ძველი ქვეკონტრაქტორი ჩამოაშორეს საქმეს უამრავი დარღვევების გამო. ჩვენი თხოვნა იყო, რომ თუ ვერ მოხდებოდა გზის მნიშვნელოვნად გადაწევა, მომხდარიყო ადგილმონაცვლეობა, ანუ შემოათავაზებინათ სხვაგან მიწა და ყველანაირი ზარალის ანაზღაურებით გადავიდოდით, რაც რასაკვირველია უდიდეს სტრესთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ ამაზე ვიყავით რასაკვირველია თანახმა, რადგან არანაირად არ გვინდოდა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ობიექტისთვის რამენაირად ხელი შეგვეშალა! დღეს კი მოვიდა ეხლა წერილი, რომ გზა ოდნავ გადაწიეს 67 მეტრით და ისევ ის ქვეკონტრაქტორი ფირმა ფიგურირებს Antea Georgia ვინმე სოფი ბერიშვილის სახით. ანუ ეხლა უკვე ჭიშკართან ჩაივლის და კარგად ბრძანდებოდეთო. უკვე ეჭვი აღარ არის, რომ ეს ვიღაცის დაკვეთა იყო თავიდანვე, იმიტომ იყო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე შევიდნენ, ჩაატარეს ინვენტარიზაცია, რომელზეც არ არის არც ერთი ჩვენგანის ხელმოწერა, არ დაგვიძახეს არც ერთ საინფორმაციო შეხვედრაზე და ჰგონიათ ეხლა რომ მოიგეს!!! ნურას უკაცრავად!!! თქვენ ამ ომს წააგებთ! ჩვენს უკან უამრავი გულანთებული ფერმერი თუ არაფერმერი დგას და ამის უფლებას არ მოგცემთ!!! განა ასე ყელზე დაგადგათ 3 ქალის შრომა და წვალება?!!! გუშინ პირველად გავაჟღერეთ ამ პრობლემის შესახებ ვიცე- პრემიერთან. შემდეგ ჩამწერა ტელევიზიამ, მაგრამ ეს ნაწილი ამოჭრილი იყო და დღესაც მიგვიწვიეს ტელევიზიაში ამ თემაზე გიწვევთო და ფაქტია არაფერი მსგავსი არ უკითხავთ!

ვისაც ოდნავ მაინც გული შეგტკივათ ამ უსამართლობაზე გააზიარეთ და ხმა მივაწვდინოთ მათ, რომ ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული!!! შორს ხელები ფერმერი ქალების წვალებით შექმნილი პლანტაციისგან!!! საბოლოოდ ნუ დაუკარგავთ იმედს ადამიანებს, რომ ამ ქვეყანაშიც შეიძლება რამე გაკეთდეს და აუცილებლად ვინმეს ვინმე არ უნდა იყო!!!", - წერს თეა ქუთათელაძე Facebook-ში თავის გვერდზე. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები