ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3202        EUR 3.964        GBP 4.5835        RUB 4.4518        UAH 1.1966        AZN 1.9511        AMD 6.3332      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
გლდანში ამერიკული რესტორნების ქსელის “საბვეის” ფილიალი იხსნება
18 მაისი, 2018, 17:07
გლდანში ამერიკული რესტორნების ქსელის  “საბვეის” ფილიალი იხსნება

 

თბილისი. (GBC). 20 მაისს, თბილისში, გლდანში, ომარ ხიზანიშვილის ქ. №35-ში (მეტროსადგურ “ახმეტელი”-დან 100 მეტრში), ცნობილი ამერიკული ბრენდის, “საბვეი”-ს რესტორანი გაიხსნება.  

საბვეის” რესტორანი მომხმარებლებს ახლად მომზადებულ სედნივჩებს, სალათებს და ორცხობილებს შესთავაზებს. “საბვეი”-ს სენდვიჩები ყოველდღიურად, ადგილზე გამომცხვარი პურის რამდენიმე სახეობით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით და ახლად დაჭრილი ბოსტნეულის გამოიყენებით მზადდება. სენდვიჩების და სალათების მომზადება უშუალოდ მომხმარებლის თვალწინ და მისი გემოვნებით ხდება. რესტორანში წარმოდგენილია ყავისა და გამაგრილებელი სასმელების ფართო არჩევანი. 

გლდანში “საბვეი”-ს რესტორნის გახსნისათვის ფრენჩაიზის ლიცენზიის მფლობელმა  ჯამში 500 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 20-მდე ადამიანის, ძირითადად კი სტუდენტების დასაქმება მოხდება. გლდანში გახსნილი რესტორანი საქართველოში “საბვეი”-ს 8-ე ფილიალი იქნება. აქედან 7 ფილიალი თბილისის სხვადასხვა უბანშია წარმოდგენილი, ხოლო 1 ბათუმში. ბრენდი მომავალში თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს გაფართოებას.   

"საბვეი"-ს ბრენდი, აშშ-ში 1965 წელს დაარსდა და იგი მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდ ქსელს აერთიანებს. დღეისათვის "საბვეი" ყველაზე მზარდი გლობალური ფრენჩაიზია და მისი ქსელი 111 ქვეყანაში, 44000-მდე რესტორანს ითვლის.    

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები