ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2816        EUR 3.596        GBP 4.0584        RUB 4.2022        UAH 1.1828        AZN 1.9304        AMD 6.5224      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი გილაური  19 მილიონიან  ქეისს საინვესტიციო პორტფელით გაამსხვილებს  
ნინო შუბითიძე
23 მაისი, 2018, 16:35
ირაკლი გილაური  19 მილიონიან  ქეისს საინვესტიციო პორტფელით გაამსხვილებს  

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის უკვე ყოფილი მეთვალყურე, ირაკლი გილაური ბონუსად  დამატებით რამდენს მიიღებს, ფულს, აქციებს თუ სხვა  ინსტრუმენტის სახით გასამრჯელოს, პილარ 3-ის მომავალი წლების ანგარიშებში აისახება.

2017 წლის ანგარიშგებით კი, მას ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის ყველაზე მეტი აქცია ეკუთვნის -  616 ათასი ერთეული და აქედან  განაღდებულია 303 115 . ეს იმას ნიშნავს, რომ  ირაკლი გილაურს აქციების პორტფელი  18.8 მილიონი  ფუნტ სტერლინგამდეა.

გილაურის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო  საბჭოდან გასვლა  2018 წლის თებერვალში დარეგისტრირდა, სადაც ის 2015 წლის სექტემბრიდან იყო, როცა „საქართველოს ბანკის“ დირექტორის პოსტი (2006 წლიდან) დატოვა.

2018 წლის მარტში მან  BGEO-ს სხვა  ტოპ-მენეჯერებთან (ავთო ნამიჩეიშვილი, კახა კიკნაველიძე, დავით წიკლაური, გიორგი ალფაიძე, ეკა შავგულიძე) ერთად  დამატებითი აქციები ჯილდოდ მიიღო.

6-ს პირს ჯამში 140 048 აქცია ერგო. მათ შორის არ არის  რამაზ კუკულაძე, რომელიც  გუნდს  „თიბისის“ მიერ „რესპუბლიკას“ შესყიდვის შემდეგ შეუერთდა.  2017 წლის  ანგარიშგებით 10 000 აქციას ფლობს და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჯერ თავად არცერთს არ განკარგავს.

წლევანდელ 6  დაჯილდოებულში მოხვდა  დავით წიკლაური, რომელიც BGEO-მ  TBC-დან გადაიბირა. მას 2017 წლის ანგარიშის თანახმად, 62 000 აქცია კი აქვს, მაგრამ პერიოდის ბოლოსთვის განაღდებული 0-ია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები