ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6678        EUR 3.0138        GBP 3.359        RUB 4.0173        UAH 0.9566        AZN 1.5737        AMD 5.5052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფიქსირებული ინტერნეტის ფასებით საქართველო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების  TOP-10-შია
3 ივნისი, 2018, 22:01
ფიქსირებული ინტერნეტის ფასებით საქართველო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების  TOP-10-შია

თბილისი (GBC) -  ფიქსირებული ინტერნეტის ფასებით საქართველო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების TOP-10-შია. აღნიშნულს მოწმობს კომუნიკაციების კომისიის 2017 წლის ანგარიში.

12/30 მბ/წმ კალათის ფასი 29.13 ევროა PPP (ფასი გამოსახული ევროში, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით) და ამ ფასით Van DIJK Consultanst -ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის, ასევე - ამერიკის, კანადის, იაპონიის და კორეის ყველაზე მოხმარებადი პაკეტების ტარიფებია მოცემული, მე-10 ადგილზეა.

ამავე რეიტინგში მეხუთეზეა 30-100 მბ/წმ კალათის ფასებით და ორივე შემთხვევაში აღემატება ევროკავშირის  საშუალო ფასებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ  Van DIJK Consultanst -ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, განხილულია ქვეყნის მასშტაბით იმ უდიდესი ოპერატორების შეთავაზებები, რომელთა ჯამური საბაზრო წილი ფიქსირებული ფართოზოლოვანი საცალო მომსახურების ბაზარზე 40%-ს აღემატება.

ოპერატორების განსაზღვრის შემდეგ, კონკრეტული კალათისთვის ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ერთი ყველაზე იაფი პაკეტი. განიხილება 1 თვიანი, ან 1 თვესთან მიახლოებული ვადის მქონე სტანდარტული პაკეტები. მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ინსტალაციის ფასს, პრომო აქციებსა და სხვა დამატებით გადასახადებს (მაგ. line rental fee).

ბაზარზე არაადექვატურად მაღალი ფასების შესახებ გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემაც განაცხადა. მაშინ კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ  მომხმარებელს მიეწოდება დაბალი ხარისხის ინტერნეტი და ფასები არ არის ადეკვატური.

 საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 2017 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით 774 ათასი აბონენტი შეადგინა. 2016 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 11.6%-ით (73 ათასი აბონენტით) გაიზარდა.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურებიდან მიღებული საცალო შემოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2017 წელს საცალო შემოსავალმა 212.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 7.7%-ით (14 მლნ. ლარით) მეტია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები