ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5703        EUR 2.962        GBP 3.2987        RUB 3.8165        UAH 0.9282        AZN 1.5164        AMD 5.3204      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შოთა შალელაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს ურთიერთობას უარყოფს
7 ივნისი, 2018, 17:17
შოთა შალელაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს ურთიერთობას უარყოფს

თბილისი (GBC) - შოთა შალელაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს ურთიერთობას უარყოფს.

დეპუტატმა ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი ანტისემიტური და რასისტული განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, არ მქონდა ნანახი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა-სიტყვით - „აფერისტი და რუსი ებრაელი“ მიწოდა. პირადად მე, შოთა შალელაშვილის მიმაჩნია და ამას ვაფასებ როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანები არ საუბრობენ. სააკაშვილის სულიერ მდგომარეობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ 3 სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. პირველი, როდესაც საუბრობს აფერისტობაზე, ეს არის ღირსების შემლახავი ნორმა, მეორე რასისტული და მესამე ანტისემიტური განცხადება გააკეთა“, - განაცხადა შალელაშვილმა.

მისი თქმით, იწყებს კამპანიას და  შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ, მიმართავს ებრაულ ორგანიზაციებს, რომელიც ფუნქციონირებს მათ შორის  საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში.

„სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებაზე ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა დეპუტატმა.

მან ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობასა და მისი შვილისთვის წაყენებულ ბრალდებაზეც.

„აუცილებლად მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, რომ მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ადამიანის მიმართ, მე არასოდეს არ მქონია და არც მაქვს მასთან არანაირ ბიზნეს ურთიერთობა. რაც შეეხება ჩემს შვილს, ის მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. იგი არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყევტილებას და ყველ მონაცემით ის იქნება გამართლებული. საბანკო ყადაღასთან დაკავშირებით კითხვა კი ძალიან ტექნიკურია, იყო ტექნიკური შეფერხება ბანკის მხრიდან რაც მალევე მოგვარდა და დღეს არანაირი შეფერხება არ არსებობს“, - განმარტავს შალელაშვილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები