ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6594        EUR 3.0144        GBP 3.3346        RUB 4.0028        UAH 0.9546        AZN 1.5635        AMD 5.4765      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ახალი სახეები TOP – 20 უმსხვილეს ინვესტორ კომპანიას შორის  
11 ივნისი, 2018, 23:36
ახალი სახეები TOP – 20 უმსხვილეს ინვესტორ კომპანიას შორის   

 

თბილისი (GBC) -  2018 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9%-იანი კლების ფონზე კი, TOP -20 კომპანიას შორის, მაინც გამოჩნდა ახალი სახელები, რომლებიც გასულ წელს  TOP – 50 ინვესტორ კომპანიას შორის არ იყო.

ასეთია მაგალითად, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი, რომელიც კასპში ცემენტის  ქარხნის ტექნოლოგიური  მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს, რაშიც 100 მილიონის ჩადება აქვს დაანონსებული.

20 უმსხვილეს კომპანიას შორის გამოჩნდა ფოთის პორტის მფლობელი ფოთის საზღვაო ნავსადგური. კომპანიამ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალი მცურავი საშულებების შეძენაში ჩადო, მათ შორის შეიძინა  ახალი ASD ბუქსირი და სალოცმანო კატარღა.

„ახლებს“ შორისაა   საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG). კომპანიას რამდენიმე აქტიური საინვესტიციო პროექტი აქვს, მათ შორის ინვესტიციები ჩაიდო ტყიბულის შახტებში ახალი აღჭურვილობის დასანერგად.

სიაშია „ყაზტრანსგაზ თბილისი“, რომელიც თბილისის გაზმომარაგებას ახორციელებს და რომელიც  მალე, 40 მილიონი დოლარის სანაცვლოდ,  GIG-ს ხელში გადავა.

სიაში გამოჩდნენ:   Hualing international special economic zone. კომპანია ქუთაისის თეზ-ის ავითარებს და აქვს სხვა უძრავი ქონების აქტივები.

ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული აქტივების მქონე, ლონდონის ბირჟაზე დალისტული   საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც კლინიკების ქსელის განვითარებაში მსხვილ ინვესტიციებს დებს.  

რაც შეეხებ სხვა კომპანიებს, TOP 20-ში არიან:

ენერგო კომპანია მტკვარი ენერჯი;   IDS ბორჯომი, მაგთიკომი, ოქროს და სპილენძის მომპოვებელები RMG Copper და RMG Gold,  BP ჯგუფი, მანგანუმის მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი  ჯორჯიან მანგანეზი, ავტობიზნესით დაკავებული ტოიოტა კავკასია, მშენებლობა  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი, ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, სამშენებლო კომპანია ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი, ამავე პროფილის აზფენ-ის საქართველოს ფილიალი, თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი და სამორინების მფლობელი ალიუდ იუნიტას ჯორჯია.

 შეგახსენებთ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის I კვარტალში 279.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში  32.9 პროცენტიანი კლებაა.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა)

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები