ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქადაგიძე ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს
12 ივნისი, 2018, 14:11
ქადაგიძე ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი  ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს.

რეფორმების ჩამონათვალი გიორგი ქადაგიძემ Facebook - ში თავის გვერდზე დაწერა. 

"1. უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნები (და არა 2024 წლიდან) უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით მაჟორიტარების გარეშე. ეს, ისტორიად აქცევს საკონსტიტუციო უმრავლესობის პრაქტიკას, გადავალთ კოალიციური მართვის მოდელზე და რაც მთავარია პირველად საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი სამართალდამცავი უწყებებიდან გადავა პარლამენტში.

2. გავაერთიანებდი საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს, თავიდან შევარჩევდი უზენაესი ინსტანციის 24 მოსამართლეს რომლებიც დაამკვიდრებდნენ სასამართლო ხელისუფლების რეალურად ახალ სტანდარტს თავისი თანმდევი რეფორმებით.

3. აუცილებელია ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. რეგიონული ქალაქების განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის ზრდამ მოიცვას მოსახლეობის დიდი ნაწილი. არჩევითი მერების და გამგებლების გარდა, დროა რეგიონებს სამართავად დავუტოვოთ ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი და მივცეთ გაცილებით დიდი სამართლებრივი დისკრეცია. აღნიშნული გააცოცხლებს რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებას, გაჩნდება კონკურენცია რეგიონებს შორის, დასაქმებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ცხოვრების დონის ამაღლებაზე და ა.შ. ეს კი თავის მხრივ გააჩენს ახალ ლიდერებს რეგიონების დონეზე რომლებიც ადგილზე წარმატების შემთხევაში გადაინაცვლებენ ცენტრალურ ხელისუფლებაში (ესეც თქვენ ახალი სახეები).

4. მთავარი პროკურორის თანამდებობა გავხადოთ არჩევითი პირდაპირი წესით. აქ არის საფრთხეები მაგრამ ვფიქრობ ღირს მცდელობა.

5. სასკოლო რეფორმა უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. სწრაფი, ეფექტური და გააზრებული. ესტონური (ან სხვა) მოდელის ადაპტირებით და დანერგვით, მათ შორის იმ ხალხის მოწვევით ვინც ეს წარმატება დადო ესტონეთში.

პ.ს. კიდევ არის რამდენიმე კრიტიკული რეფორმა და იმასაც დავწერ ჩემი ფბ მეგობრებისთვის", - წერს ქადაგიძე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები