ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფიზიკურ პირს სესხის უზრუნველსაყოფად მხოლოდ 2 იპოთეკის დარეგისტრირება შეეძლება
ნინო შუბითიძე
13 ივნისი, 2018, 09:11
ფიზიკურ პირს  სესხის უზრუნველსაყოფად მხოლოდ 2 იპოთეკის დარეგისტრირება შეეძლება

თბილისი (GBC) -  საფინანსო სექტორის მარეგულირებელი მთავრობის მორიგი ინიციატივები  პარლამენტში გუშინ შევიდა, იმ დროს, როცა საპარლამენტო კომიტეტები ჯერ კიდევ  "სამაისო  პაკეტს"  განიხილავდნენ, მათ შორის  100%-იანი ეფექტური განაკვეთის 50%-მდე  და ვადაგადაცილებაზე  ჯარიმის შემცირების  საკითხებს.

ბინის, ავტომობილის ან სხვა ქონების უზრუნველყოფით  ფულის გასესხება ჯერ არ   იკრძალება.  გამსესხებლის სტატუსის გარეშე, რასაც სებ-ში რეგისტრირება და ₾10 000 -იანი მოსაკრებელი სჭირდება,  საქმიანობა 1 იანვრიდან შეიზღუდება.  5-ჯერ მეტი დაუჯდა  რეგისტრაცია  მ/ო - სუბიექტებს, რომლებმაც ეს ეტაპი უკვე გაიარეს.  რეგულაციის მორიგ  ნაკადში დაურეგულირებელი ყველა პირი ექცევა, მათ შორის შპს-ს და ინდ.მეწარმეც. ფიზიკურ პირებისთვის მსგავსი საქმიანობა კანონგარეშედ ჩაითვლება.

გამონაკლისად რჩება მხოლოდ  ე. წ  გირაო, ბინის დაგირავება  გარკვეული  ვადით საცხოვრებელი მიზნით, თუმცა  ერთ პირს წლის განმავლობაში 2-ზე მეტ-ჯერ არ შეეძლება.

საკანონმებლო ცვლილებები კორდინაციაშია სებ-ის დებულებასთან (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3345).

პაკეტი რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორის სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ნებისმიერ გამსესხებელს (ბანკი, მ/ო, ლომბრდი ...)  უზრუნველყოფაში  ჩადებული ქონების გარდა, სხვა ქონებაზე იძულებით მიქცევას უზღუდავს.  მაგ: ქონება თუ ₾1 000 -ადაა ჩადებული და   200 ლარით გაიაფდა, კრედიტიორი  800 ლარს უნდა დაჯერდეს. ამ დროისთვის კოდექსი მსესხებელს ქონებრივ პასუხისმგებლობას მთლიან  ვალზე, სრული ღირებულებით ავალდებულებს. ანალოგიური მიდგომი იცვლება  მხარეთა ვალდებულებების იპოთეკის ნაწილშიც. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები