ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6594        EUR 3.0144        GBP 3.3346        RUB 4.0028        UAH 0.9546        AZN 1.5635        AMD 5.4765      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფინკა ბანკი  მსოფლიოს  წამყვანი  საინვესტიციო  კომპანია  სიმბიოტიკსისგან 15 მილიონ ლარს მიიღებს
13 ივნისი, 2018, 11:54
ფინკა ბანკი  მსოფლიოს  წამყვანი  საინვესტიციო  კომპანია  სიმბიოტიკსისგან 15 მილიონ ლარს მიიღებს

თბილისი (GBC)- ფინკა ბანკსა და საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ბანკი მცირე ბიზნესის დაკრედიტების გასაფართოებლად 15 მილიონ ლარს მიიღებს.

ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენთვის ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში. მსგავსი თანამშრომლობა სფეროს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა.

„ჩვენი 12 წლიანი თანამშრომლობის პერიოდში ჩვენ ვნახეთ ფინკას ტრანსფორმაცია მიკროსაფინანსო ინსტიტუტიდან სრულყოფილ ბანკად, რომელმაც შეინარჩუნა მისია და მუშაობს, რომ შეამციროს სიღარიბე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ტრანზაქცია შედგა, რომელიც გაზრდის ფინკა ბანკის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და ცხოვრების დონეს“-  აღნიშნა დანიელ შრიბერმა, „სიმბიოტიკსის“ საინვესტიციო განყოფილების უფროსმა.

სიმბიოტიკსის შესახებ

„სიმბიოტიკსი“ არის წამყვანი საინვესტიციო პლატფორმა. გასული წლების განმავლობაში კომპანიამ უზრუნველყო 3300 საინვესტიციო ტრანზაქცია 4,1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, 384 კომპანიისთვის 79 განვითარებად ბაზრებზე 50 სხვადასხვა საინვესტიციო ფონდის და ინსტიტუტისგან.

შვეიცარიაში „სიმბიოტიკსი“ რეგისტრირებული აქტივების მენეჯმენტ კომპანიაა, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულია როგორც საინვესტიციო ფონდი და აქვს ოფისები მექსიკაში, ჰოლანდიაში, სინგაპურსა და სამხრეთ აფრიაკში, კომპანიაში დასაქმებულია 135 თანამშრომელი.

 

 ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ და 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.

ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ მისცენ შესაძლებლობა შექმნან უკეთესი მომავალი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები