ოქრო NYMEX(უნც.)  1267  -0.30%    |    პლატინა (უნც.)  876.60  +0.18%    |    ვერცხლი (უნც.)  16.32  -0.84%    |    პალადიუმი NYMEX  948  +0.17%    |    ნიკელი (ტონა)  15175  -1.27%    |    ალუმინი (ტონა)  2169.5  -0.44%    |    ნავთობი (Brent)  74.03  -1.74%    |    გაზი(NYMEX)  2920  -0.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.41  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.03  +0.70%    |    ხორბალი (ტონა)  493.75  -1.87%    |   
 USD 2.4578        EUR 2.8597        GBP 3.2659        RUB 3.8955        UAH 0.9368        AZN 1.4463        AMD 5.1045      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა
13 ივნისი, 2018, 18:30
გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

თბილისი (GBC) - პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

"ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

"ვეცადე ვყოფილიყავი თოთოეული მოქალქის პრემიერ-მინისტრი.  მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი. ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე", - განაცხადა კვირიკაშვილმა, თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს  უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააკომპლექტოს ახალი გუნდი. 

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სამშაბათს  მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრაზე განიხილეს მისი  საქმიანობა. პრემიერსა  და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

კვირიკაშვილმა მიმოიხილა მთავრობის მეთაურის პოსტზე  2.5- წლიანი საქმიანობა, თქვა, რომ იყო გარკვეული ნაბიჯები, რომელიც იყო მტკივნეული, თუმცა ამ ნაბიჯების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და რეგიონში არსებული კრიზისის გადალახვა. 

მან მტკივნეულ ნაბიჯებს შორის  დაასახელა ლარის მცურავი გაცვლითი კურსის არჩევა, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და ასევე ჭარბვალიანობასა და დედოლარიზაციაზე გადაწყვეტილებების მიღება.

"ეს იყო მემარჯვენე ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანას მოუტანა ის დინამიკა რომელიც დღეს  გვაქვს", - თქვა კვირიკაშვილმა და ბოლოდროინდელი  მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მოიხმო:  5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, 28%-ით გაზრილი ექსპორტი, ტურიზმის შთამბეჭდავი ზრდა და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები