ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6642        EUR 3.0308        GBP 3.3713        RUB 4.0143        UAH 0.958        AZN 1.5669        AMD 5.4853      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექს-პრემიერს გული წყდება, რომ სოციალურად დაუცველები სათანადოდ ვერ დაიცვა
ნინო შუბითიძე
13 ივნისი, 2018, 19:17
ექს-პრემიერს გული წყდება, რომ სოციალურად დაუცველები სათანადოდ ვერ დაიცვა

თბილისი (GBC) –  „ჩვენ შეგვეძლო კურსი დაგვეფიქსირებინა,  რაც იმ მომენტში მოსახლეობას გაუადვილებდა ყოფას, მაგრამ გავფლანგავდით სავალუტო რეზერვებს“, - ქვეყნის უკვე ყოფილი პრემიერი  მემარჯვენე  ნაბიჯების მტკივნეულობაზე ამახვილებს ყურადღებას,  რაც ქვეყნის ეკონომიკის დონამიური განვითარებისთვის გარდაუვალი იყო,  თუმცა ამასთან გული წყდება,  რომ  "კომპენსატორების" შემოღება შეიძლებოდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, რაზეც ის თავს დამნაშავედ თვლის. 

პრემიერმა  გადადგომისას თქვა რომ, ამ ნაწილში შენიშვნას იღებს.

მან გუნდური სულისკვეთებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილა ყურადღება,  მათ შორის მისთვის  საზიანოზე.

კვირიკაშვილმა  სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმებზე აღნიშნა, მცურავი სავალუტო კურსის  სიკეთეზე, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერ ზრდაზე, საბიუჯეტო დეფიციტის პრუდენციულ ნორმამდე შემცირებაზე. ჭარბვალიანობის და დედოლარიზაციის ნაბიჯებზე. 

მან აღნიშნა, რომ იცის, როგორ უჭირს ხალხს, რომ არის   ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური. 

"ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს",  - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები