ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6216        EUR 3.0854        GBP 3.4584        RUB 3.934        UAH 0.9346        AZN 1.5467        AMD 5.4151      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა
14 ივნისი, 2018, 17:58
ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა

თბილისი (GBC) – ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა.

36 წლის მამუკა ბახტაძეს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა უკვე აქვს. ჯერ კიდევ დასახელებამდე კი, მმართველი გუნდის საყოველთაო მხარდაჭერაც მიიღო.

მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების მთავრობას 2017 წლის ნოემბერში შეუერთდა და ფინანთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. მანამდე, 2013 წლიდან ის  „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.

გამინისტრებულმა საზოგადოებას თავი ხმაურიანი განცხადებებით დაამახსოვრა-   პირველი იყო ვინ ბანკებს „ეკონომიკის მუხრუჭი“  უწოდა, თავისივე განცხადების დაზუსტებისას, თქვა, რომ მედიას მყვირალა განცხადებები უყვარს. მისი მეთეურობით დაიწყო ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ეგიდით, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების დიდი პაკეტი,  რითაც საფინანსო ბაზრის მოთამაშეებს, მათ შორის ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს საქმიანობა ეზღუდება. ამ ინიციატივებს კრიტიკაც მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს სესხებზე წვდომა შეეზღუდება.

მედიაში ხშირად საუბრობდნენ, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის მეგობარია, თავად ბახტაძემ უტასთან ნაცნობობაც კი  უარყო.

მამუკა  ბახტაძე არის  ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები