ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.7871        EUR 3.1229        GBP 3.5084        RUB 4.3536        UAH 1.0567        AZN 1.6436        AMD 5.8418      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია
4 ივლისი, 2018, 10:42
ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია

თბილისი (GBC) -  ფინკა ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის შესრულებაზე განაცხადა.

ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ფორმალური პროცედურა უკვე დასრულებულია და განაგრძობს ფინკას გლობალური მისიის შესრულებას საქართველოში.

როგორც ფინკა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ნადარეიშვილმა განაცხადა, ფინკა ბანკმა უკვე გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ოდენობამდე. საზედამხედველო კაპიტალის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა როგორც ფინკას აქციონერების, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების  ფინანსური მონაწილეობით. 

„დღეს შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ფინკა ბანკის საზედამხედველო კაპიტალი სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან. ფინკა ბანკის აქციონერები, FINCA Impact Finance-ის გლობალური საფინანსო ქსელის პარტნიორები, ყოველთვის გამოთქვამენ უპირობო მზადყოფნას, ფინკა ბანკი სრულად აკმაყოფილებდეს მარეგულირებლის მოთხოვნებს. ფინკა ბანკი განაგრძობს განვითარებას და მომხმარებლებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების შეთავაზებას“ - აღნიშნა გიორგი ნადარეიშვილმა. 

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო უკვე 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს მომხმარებლებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, ფინანსური მომსახურება ხელმისაწვდომია 100 000-ზე მეტი მომხმარებლისათვის, რომელთა დიდი ნაწილი რეგიონების მკვიდრია.

ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და  Triple Jump. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ შარშან განაცხადა. ბანკებმა ახალი ვალდებულებები 2018 წლის ბოლომდე უნდა შეასრულონ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები