






USD | 2.8598 |
EUR | 3.0488 |
GBP | 3.5725 |
TRY | 0.1755 |

თბილისი (GBC) - მაგთიკომი მომხმარებლებს აფრთხილებს.
"გაცნობებთ, რომ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 12 ივლისიდან 13 ივლისის ღამეს, 01:30 საათიდან 05:30 საათამდე პერიოდში, გაითიშება 2G, 3G, 4G და სი დი ემ ეი ქსელი, რაც გამოიწვევს აქტიური სესიების გაწყვეტას. მითითებულ პერიოდში სადგურების გათიშვა მოხდება ეტაპობრივად მაქსიმუმ 20 წუთით.
მომხმარებლებს შესაძლოა დასჭირდეთ თავიანთი აპარატურის გადატვირთვა (თუ მათი მოწყობილობა ავტომატურად არ ახდენს PDP სესიის გახსნას)", - ნათქვამია განცხადებაში.
გათიშვა შესაძლოა მოხდეს შემდეგ ტერიტორიებზე: დაბა მესტია. სამტრედიის რაიონი, სოფელი დაბლაგომი, სოფელი დიდი ჯიხაიში, სოფელი ხუნჯულაური, სოფელი ნაბაკევი , სოფელი დაფნარი, სოფელი მელაური, სოფელი ჩხენიში. დავიდ-გარეჯი. მარნეულის რაიონი (ნაწილი).ქ.გარდაბანი. გარდაბნის რაიონი, სოფელი ბოტანიკა, სოფელი ჯანდარი. მარნეულის რაიონი, სოფელი ქესალო. ალგეთის სამხედრო ბაზა. წითელი ხიდი. საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო. ვახტანგისი. კურორტი ბახმარო. დაბა ჩოხატაური.ჩოხატაურის რაიონი, სოფელი კალაგონი, სოფელი ქვბღა, სოფელი ხევი, ლანჩხუთის რაიონი, სოფელი მამათი.