






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) - აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 5.6 მილიონი ლარის დელტამეტრინს შეიძენენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და შპს „მექანიზატორმა“ ზეთის შემცველი, პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება - დელტამეტრინი) შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადეს.
პრეპარატის გამოყენება გამიზნულია 251,000 ჰექტარი ფართობის დასამუშავებლად თერმული ნისლის ტექნოლოგიით.
შეწამვლა უნდა განხორციელდეს დასავლეთ საქართველოში, დასახლებულ პუნქტებში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.
პრეპარატის ხარჯვის ნორმა ერთ ჰექტარზე მოქმედი ნივთიერების (დელტამეტრინი) მიხედვით უნდა შეადგენდეს 12.5 გრამს. სამუშაო ნაზავის მომზადება ხდება პრეპარატის გაზავებით დიზელის საწვავში.
ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 24 ივლისს, 12 საათზე სრულდება.
გამარჯვებულის მიერ მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბერს.