ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსი Total -ის ბრენდის ექსკლუზიური  წარმომადგენელი გახდა
1 აგვისტო, 2018, 12:17
თეგეტა მოტორსი  Total -ის ბრენდის ექსკლუზიური  წარმომადგენელი გახდა

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსი საქართველოში Total -ის ბრენდის ექსკლუზიური  წარმომადგენელი გახდა.  

პროფესიული ხელსაწყოების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი ბრენდის სათავო ოფისში, ჩინეთშის ქალაქ სუნჯოუში მოეწერა.

ბრენდი Total-ი არის სამუშაო იარაღების და სხვადასხვა პროფილური დანადგარების  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი კომპანია მსოფლიოში. Total-ი აწარმოებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხელის და ელექტრო ინსტრუმენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით კომპანია მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე და პროდუქციის ხარისხზე.

კომპანიის მიერ წარმოებული თითოეული ინსტრუმენტი გადის მკაცრ ტესტირებას სხვადასხვა პირობებში, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პროდუქციის მაღალი ხარისხი. გარდა სარემონტო და სამშენებლო ხელსაწყო/დანადგარებისა, კომპანია აწარმოებს ეზოს მოვლის უმაღლესი ხარისხის ხელისა და ელექტრო ინსტრუმენტებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც Total-ს კონკურენტებისაგან გამოარჩევს არის ხელმისაწვდომობა და კონკურენტული, განსაკუთრებულად დაბალი ფასი რაც გამოწვეულია კომპანიის ფილოსოფიით - მიაწოდონ მომხმარებელს ხარისხიანი, გამძლე პროდუქცია მაქსიმალურად დაბალ ფასად.

Total-ის ბრენდის მიერ წარმოებული პროდუქციის სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამასთანავე ელექტრო ინსტრუმენტების სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება ბრენდის ოფიციალური გარანტია.

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000 -მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000 -მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ “თეგეტას” ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
სპონსორები