ოქრო NYMEX(უნც.)  1.249.20  +0.18%    |    პლატინა (უნც.)  787.60  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.70  +0.54%    |    პალადიუმი NYMEX  1.180.65  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  10.760.00  +0.12%    |    ალუმინი (ტონა)  1.936.75  -0.06%    |    ნავთობი (Brent)  60.77  +0.95%    |    გაზი(NYMEX)  4.337  -1.63%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.80  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  102.40  -2.62%    |    ხორბალი (ტონა)  524.62  +0.69%    |   
 USD 2.6678        EUR 3.0138        GBP 3.359        RUB 4.0173        UAH 0.9566        AZN 1.5737        AMD 5.5052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჰაიდებერგცემენტი მთავრობის პასუხს ელის, ირანული იმპორტი კი გააქტიურდა
1 აგვისტო, 2018, 18:06
ჰაიდებერგცემენტი მთავრობის პასუხს ელის,  ირანული იმპორტი კი  გააქტიურდა

თბილისი (GBC) – ჰაიდებერგცემენტ  ჯორჯია მთავრობის პასუხს ამ დრომდე ელის.

კომპანიაში ამბობენ, რომ სამთავრობო სტრუქტურებიდან  არც ფორმალური და არც არაფორმალური გამოხმაურება არ მიუღიათ.  საზღვრებზეც არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ირანული იმპორტი ყოველდღიურად იზრდება.

„ჰაიდელბერგცემენტის პრესკონფერენციის და მედიისგან შესაბამისი  გამოხმაურების შედეგად, ირანელებმა გაანალიზეს, რომ მათ შესაჩერებლად  ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც მოწვევა, რათა გააგრძელონ გაფართოება და კიდევ უფრო გააქტიურდნენ ქართულ ბაზარზე“, - განუცხადეს GBC- ის კომპანიაში. 

ამ დროისთვის ირანული ცემენტი ბაზარზე 11%-ზე მეტს იკავებს. 

ძალაში რჩება „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმოების შემცირების გეგმაც - კასპში ღუმელის გაჩერების პროცესი დაწყებულია და პარასკევს სრულად გაითიშება.

„3 აგვისტოდან  „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კუთვნილ ქარხნებში  არსებული 7 ღუმელიდან მხოლოდ 3 იმუშავებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

„ჰაიდებერგცემენტი ჯორჯიამ“  მეზობელი ქვეყნებიდან დემპინგური ფასით ცემენტის შემოტანაზე გასულ კვირას განაცხადა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ირანული ცემენტის ფასი წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია. კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას და მასში კომპანია 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები