






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) – ჰაიდებერგცემენტ ჯორჯია მთავრობის პასუხს ამ დრომდე ელის.
კომპანიაში ამბობენ, რომ სამთავრობო სტრუქტურებიდან არც ფორმალური და არც არაფორმალური გამოხმაურება არ მიუღიათ. საზღვრებზეც არანაირი ცვლილება არ მომხდარა - ირანული იმპორტი ყოველდღიურად იზრდება.
„ჰაიდელბერგცემენტის პრესკონფერენციის და მედიისგან შესაბამისი გამოხმაურების შედეგად, ირანელებმა გაანალიზეს, რომ მათ შესაჩერებლად ჯერ კიდევ არაფერი გაკეთებულა, რაც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც მოწვევა, რათა გააგრძელონ გაფართოება და კიდევ უფრო გააქტიურდნენ ქართულ ბაზარზე“, - განუცხადეს GBC- ის კომპანიაში.
ამ დროისთვის ირანული ცემენტი ბაზარზე 11%-ზე მეტს იკავებს.
ძალაში რჩება „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ წარმოების შემცირების გეგმაც - კასპში ღუმელის გაჩერების პროცესი დაწყებულია და პარასკევს სრულად გაითიშება.
„3 აგვისტოდან „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ კუთვნილ ქარხნებში არსებული 7 ღუმელიდან მხოლოდ 3 იმუშავებს“, - განმარტავენ კომპანიაში.
„ჰაიდებერგცემენტი ჯორჯიამ“ მეზობელი ქვეყნებიდან დემპინგური ფასით ცემენტის შემოტანაზე გასულ კვირას განაცხადა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ირანული ცემენტის ფასი წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია. კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2018 წლის ბოლოს დაიწყებს ოპერირებას და მასში კომპანია 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას.