






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - ჰუალინგ ჯგუფმა თბილისის მერიასათან ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობის რეკონსტრუქციისთვის ესკიზი შეათანხმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სასტუმროს პროექტის მიხედვით, ინვესტორი არსებული შენობის გაფართოებას გეგმავს. თუმცა, კომპანიას ჯერ დეტალური პროექტი მერიასთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, არც სამშენებლო ნებართვა მიუღია.
ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 20 აპრილამდე აქვს. თუ ამ ვადაში კომპანია არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს არ აამოქმედებს, მას სავარაუდოდ დააჯარიმებენ.
შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო განთავსებული, 2015 წლის 26 ივნისს 9.450 მლნ დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 2016 წელს დაცალა და ჭოველიძის ქუჩაზე, ნაქირავებ შენობაში გადავიდა.