ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6972        EUR 3.0921        GBP 3.5155        RUB 4.1098        UAH 0.9568        AZN 1.5913        AMD 5.5704      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Google-ის შედევრებს შორის დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის კიდევ ერთი პროექტი მოხვდა
6 აგვისტო, 2018, 11:26
Google-ის შედევრებს შორის  დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის  კიდევ ერთი პროექტი მოხვდა

თბილისი (GBC) - Google -ს კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლის გალერეაში დაცული ტილო  "მაქმანიანი ბიჭუნა“ განათავსა.

ნახატი, რომელიც  1872 წლით არის დათარიღებული , ქვეყნიდან გატანას ხელოვნების სასახლის ძალისხმევის შედეგად გადაურჩა. აღსანიშნავია , რომ ,მსოფლიო შედევრებს შორის  მოხვედრილი ნახატის შეძენა , ხელოვნების სასახლესთან დაწყებული მორიგი პროექტის ,,ეროვნული სალაროს „ ფარგლებში მოხდა.

დღეიდან ნახატის ხილვა  მუზეუმის გარდა გუგლის კულტურული ინსტიტუტის გვერდზეც შესაძლებელია შესაბამისი ბმულით  https://artsandculture.google.com/…/boy-with…/LgFwtRt8sbHxgw 

ქვეჩარჩოზე "მაქმანიანი ბიჭუნა“  ტრეტაიკოვის გალერეის საექსპერტო ბიუროს ბეჭედია (ნომრით 347856-21) რაც   დასტურია, რომ შემოწმება წარმატებით გაიარა და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ნამუშევრად აღიარეს. მაგრამ ვერ დაიტოვეს, რადგან მისი შეძენა და დაბრუნება სასახლის დირექტორის გიორგი კალანდიასა და ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების“  ფონდის ძალისხმევით  გახდა შესაძლებელი.

შეგახსენებთ ,რომ ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში  ხელოვნების სასახლის,  ხელოვნებათმცოდნეებისა და ექსპერტების შერჩევისა და შესწავლის შემდეგ  ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა “    ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში  შეიძინა  სასახლის ფონდისთვის.  აღნიშნული კოლექციის გამოფენა , სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა.  მუზეუმის სტუმრებმა ძვირფასი რარირიტეტული ნივთები  სასახლეში, გამოფენა ,,საჩუქარი საქართველოს ფარგლებში"  იხილეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები