ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5779        EUR 2.9344        GBP 3.2752        RUB 3.8267        UAH 0.9256        AZN 1.5162        AMD 5.3351      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის ორგანიზებით  ჭიათურაში ქუჩების მორეცხვა დაიწყო (Video)
7 აგვისტო, 2018, 16:10
ჯორჯიან მანგანეზის ორგანიზებით  ჭიათურაში ქუჩების მორეცხვა დაიწყო (Video)

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, ჭიათურაში ქუჩების მორეცხვის სამუშაოები დაიწყო.

კომპანიამ ქალაქის ათეულობით ქუჩის მოსარწყავად, სპეციალური ტექნიკა გამოყო. სამუშაოები დღეში ორჯერ – დილის და საღამოს საათებში მიმდინარეობს.

„ეს ჩვენთვის სოციალური პროექტია. გვინდა, ქალაქის დასუფთავების საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ვფიქრობთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მსგავსი სამუშაოები ჭიათურისთვის უმნიშვნელოვანესია. გვიხარია, რომ ქალაქის მოსახლეობა ჩვენს ინიციატივას პოზიტიურად შეხვდა. ამასთან, დღეს ჭიათურაში უამრავი ტურისტი ჩადის და მნიშვნელოვანია, ტურისტულ სეზონს ქალაქი დასუფთავებული შეხვდეს“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სამუშაოებისთვის ქუჩების მოსარეცხი 2 ავტომანქანა გამოყო.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორგანიზებით, ჭიათურაში ინტენსიურად ირეცხება მემორიალის დასახლების ტერიტორია, ასევე, ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ჭავჭავაძის, ნინოშვილის, ცხოვრებაძის, თხელიძის და სხვა ქუჩები. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები