ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართველი ფიზიკოსები KEK-ის COMET ექსპერიმენტის პროექტში ერთვებიან
9 აგვისტო, 2018, 15:20
ქართველი ფიზიკოსები KEK-ის COMET ექსპერიმენტის პროექტში ერთვებიან

თბილისი (GBC) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ჯგუფი იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის პროექტში ერთვება.

ქართველი სპეციალისტები უახლოესი ტიპის COMET ექსპერიმენტის უდიდესი სუბდეტექტორის კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებას და ორმხრივი  ხელშეკრულების (MoU) გაფორმებას გეგმავენ.

იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორს, COMET ექსპერიმენტის მენეჯერს, სატოში მიხარა და KEK -ის  წარმომადგენელს, მინამი იამაზაკი-ონოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში  შეხვდა.

„ტექნიკურ უნივერსიტეტს და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას აქვთ მზაობა, ერთად იმუშაონ უახლოესი ტიპის COMET ექსპერიმენტის უდიდესი სუბდეტექტორის კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) შექმნაში, რომელიც არის მთელი ექსპერიმენტული პროგრამის უმაღლესი პრიორიტეტული ამოცანა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ COMET კოლაბორაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფს დააკისრა CRV დეტექტორების კოორდინაცია, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფის კვალიფიკაციის აღიარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა  მარიამ ჯაშმა.  

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ქართველი ფიზიკოსები ზვიად წამალაიძე და დავით ლომიძე.

იაპონელი მეცნიერები სამუშაო ვიზიტად იმყოფებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იაპონიის ორი უდიდესი სამეცნიერო-ტექნიკური ორგანიზაციის - KEK -ისა და იაპონიის ატომური ენერგიის სააგენტოს - JAEA -ს მიერ 2002-2010 წლებში შეიქმნა იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრი - JPARC, რომლის ექსპერიმენტებშიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და ინჟინრები.

ასევე, დეტალურად განიხილება KEK-სა და სტუს-ს შორის (GTU – KEK_SOKENDAI) ორმაგი ხარისხის მინიჭების შესახებ მემორანდუმის გაფორმება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები