ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6972        EUR 3.0921        GBP 3.5155        RUB 4.1098        UAH 0.9568        AZN 1.5913        AMD 5.5704      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორ აისახება ლირის და რუბლის გაუფასურება ლარზე
ნინო შუბითიძე
9 აგვისტო, 2018, 15:40
როგორ აისახება ლირის და რუბლის გაუფასურება ლარზე

თბილისი (GBC) –  ვიდრე ლარის ქცევის სხვადასხვა ინტერპრეტაცია წამოვა,  გაჯანსაღება, გაუფასურება, დევალვაცია თუ ვოლატილობა,  გაუფასურებული ლირის და რუბლის  შესაძლო გავლენაზე საინვესტიციო ბანკირებს ვკითხეთ და პასუხი რამდენიმე ვერსიანია:

$1 /5.3 -მდე დაცემული  ლირის (8.08.18)  ეფექტი ნულოვანი იქნება, თუ თურქეთიდან იმპორტის მოსალოდნელ ზრდას ტურიზმის ექსპორტი დააბალანსებს;  გავლენა გარდაუვალია, რადგან მოხმარების ზრდის შესაბამისად იმპორტიც გაიზრდება; ლარზე ლირის ტრენდის პირდაპირი პროპორციით ასახვა - მცდარი პროგნოზია.

მცურავი რეჟიმი, რომ  კურსის პროგნოზირებას არ ცნობს, კონკურენტუნარიანობისთვის და გრძელვადიანი ზრდისთვის, რომ ოპტიმალურია, მომხმარებელმა უკვე გაითავისა და პროტესტიც არ აქვს, თუმცა მოლოდინების მოთოკვა მაინც უჭირს.

პასუხისმგებლიანი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ესკალაცია მაინც  მოლოდინების ბრალია. ლირა მარტიდან უფასურდება, მაგრამ ამან „მომლოდინეების“ ყურადღება აგვისტოში მიიპყრო.

ისინი, სტანდარტულ  სცენარს ვარაუდობენ, რომელიც  უფრო სეზონურ ფაქტორს უკავშირდება, ვიდრე მეზობელი ქვეყნის ვალუტის ვოლატილობას. ლარს ტურისტული სეზონის  გასვლის შემდეგ  გაუჭირდება, წლის  ბოლოსკენ კი,  ენერგომატარებლების შესყიდვაც დაეწევა აღმართზე. მოლოდინების განეიტრალების მცდელობაც ასეთ  დროს შეინიშნება- ეკონომიკური ბლოკის რომელიმე მინისტრის დამაიმედებელი განცხადებით, რომ ლარი მალე გამყარდება, ან  შემაგუებელი განცხადებით, რომ პატარა  და ღია ეკონომიკის ქვეყნის ვალუტა სხვა ვალუტების ზეგავლენისგან თავს ვერასდროს დაიცავს.

ყველაზე დამაიმედებელი, გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროინდელი განცხადება იყო, ლარის ვოლატილობაზე.

 საფინანსო ბაზრის მთავარი ანალიტიკოსები G&T-ი და TBC კაპიტალი ლირაზე პოლიტიკური წნეხის მოხსნას სექტემბრისთვის ელიან, როცა ერდოღანი იძულებული გახდება „დაეხსნას“ ცენტრალურ ბანკს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები