






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) - კომპანია “ჩემი რანჩო” ფერმის გაფართოებას ასრულებს.
1 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტი კომპანიას წარმოების 2.5 -ჯერ გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიის დამფუძნებელი ვანო იოსელიანი GBC-სთან აღნიშნავს, რომ ახალ ჯიშებს სექტემბერში, საფრანგეთიდან ჩამოიყვანენ.
მისივე თქმით, საერთო ჯამში 25,000 სული ბოცვერი ეყოლებათ და უკვე 2019 წლისთვის 100 ტონა ხორცის წარმოებას შეძლებენ.
“მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე მზარდია, ამ ეტაპზე სწორედ ადგილობრივ ბაზარზე განვითარებით ვართ დაკავებული, თუმცა სამომავლო გეგმები საექსპორტო პოტენციალის ათვისებასაც გულისხმობს”, - აცხადებს იოსელიანი და აღნიშნავს, რომ ამჟამად, 35-40 ტონა ბოცვერის ხორცს აწარმოებენ.
ბოცვერის ხორცი (1 კგ), რომელიც “კარფურში”, “გუდვილში”, “აგროჰაბში”, ბათუმის და სხვა ქალაქების არაქსელურ მარკეტებში იყიდება, 13-15 ლარი ღირს.