ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.4359        EUR 4.1351        GBP 4.7735        RUB 4.5112        UAH 1.2273        AZN 2.0192        AMD 6.5846      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა
13 აგვისტო, 2018, 10:29
PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (GBC) - 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა.

ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  

მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებებზე მომხმარებელი PSP-ში მნიშვნელოვნად დაბალ ფასს მიიღებს. მეორე, იგივე ბ, ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ტაბლეტები სჭირდება და არა ინსულინი.

„PSP მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს და შესაბამისად, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები PSP-ს სააფთიაქო ქსელში ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. 13 აგვისტოდან ეს მედიკამენტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ყველაზე მოთხოვნად დიაბეტონს მომხმარებელი ჩვენთან უკვე 10 ლარად მიიღებს, ამარილი 2მგ - 3 ლარი ეღირება, ხოლო სიოფორის ფასი 5.82 ლარი იქნება. ჩვენს მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მედიკამენტებზე ფასები შევამციროთ, რათა PSP-ს ქსელში არსებული ხარისხიანი მედიკამენტები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ყველაზე დაბალი ფასის გარდა მომხმარებელს ყოველ 10 ლარიან შენაძენზე PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვა შეუძლია. 4 ნოემბერს PSP-ს გათამაშებაში ერთგული მომხმარებლები 10 წლიან ხელფასს ყოველთვე 1000 ლარის ოდენობით, 25 000 ლარს და გარემონტებულ ბინას საბურთალოზე მოიგებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები