ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9759        EUR 3.286        GBP 3.7223        RUB 4.6659        UAH 1.2186        AZN 1.7526        AMD 6.2519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტია
14 აგვისტო, 2018, 18:09
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტია

თბილისი (GBC) –  ივნისში, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტი იყო.

ამასთან, ძირითად საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 5.8%-ით შემცირდა წინა წლის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-17.0% წ/წ) და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო საბაზრო ფასი 1.1 აშშ ცენტით (21.6%-ით) ჩამორჩება საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასს.

G&T -ის ცნობით, 2018 წლის ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4%-ით შემცირდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევარში ექსპორტი 5.8%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2018 წლის ივნისში ექსპორტმა ქსელში მიწოდებული ენერგიის 16.0% შეადგინა.

 ივნისში ექსპორტი ძირითადად განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (მთლიანი ექსპორტის 78.6%), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 15.1%), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 4.3%) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 2.1%) მიმართულებით გადანაწილდა.

ამასთან, თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი (76.2%) 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდში ესკოს მიერ განსახორციელებელი ელექტროენერგიის იმპორტის ბარტერს მოხმარდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები