GE EN
სხვა სიახლეები
Forbes: ნაპოლიმ კვარაცხელიას შესაძლოა ხელფასი გაუსამმაგოს

„La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, კვარაცხელიამ კონტრაქტი შესაძლოა ზაფხულში გააგრძელოს. ვინაიდან ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში დატოვებს კლუბს, პრეზიდენტი დე ლაურენტისმა იცის, რომ ვერ შეძლებს იგივე სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ ერთ ძვირფასს აქტივს დაემშვიდობოს და ამიტომ ახალ გარიგებაზე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. დღეისათვის ნაპოლში კვარაცხელიას წლიური ხელფასი $1,6 მილიონს შეადგენს და ეს შეიძლება $4,8 მილიონამდე გაიზარდოს, თუ კონტრაქტს გააგრძელებს“, – წერს Forbes.კვარაცხელიას ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია შეთანხმების კიდევ 1–2 წლით გახანგრძლივება.ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში 2022 წელს გადავიდა. კლუბში მან 61 მატჩი ითამაშა და ჯამში 22 გოლი გაიტანა.

1711710028

პოლონეთის პრემიერმა „ომისწინა ეპოქის“ დადგომის შესახებ განაცხადა

„ვიცი, ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ახალი ეპოქის დადგომას უნდა შევეგუოთ – ომისწინა ეპოქის. არ ვაჭარბებ. დღითი დღე ეს სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, – თქვა ტუსკმა.მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2009 წელს აცხადებდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს, მაგრამ მაშინ „ხალხმა მხრები აიჩეჩა: რა თქმა უნდა, პოლონელია, რუსოფობი“, მაგრამ დღეს ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი მიდგომები იცვლება.ტუსკმა ესპანეთის პრემიერის პედრო სანჩესის ბოლოდროინდელი განცხადებაც გაიხსენა, რომელიც სიტყვა „ომის“ ხსენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა პოლიტიკოსებს, რათა ადამიანები აბსტრაქტული სიტყვებით არ შეწუხდნენ. „მე ვუპასუხე, რომ ევროპის ჩემ ნაწილში ომი აბსტრაქცია აღარ არის და ჩვენი ვალია არა განხილვა, არამედ მოქმედება და მზადება თავდაცვისთვის“, – აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

1711708390

Moody’s-მა ტოპ 3 ქართულ ბანკს პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გა...

Moody's-მა ასევე გააუმჯობესა საბაზისო საკრედიტო შეფასება (BCA) და დააკორექტირა BCA საქართველოს ბანკისთვის და თიბისი ბანკისთვის ba3-დან ba2-მდე, გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის რეიტინგი (CRR) აღნიშნული ორი ბანკისთვის Ba2-დან Ba1-მდე და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (CR შეფასებები) კი Ba1(cr)-მდე Ba2(cr)-დან.სააგენტომ ასევე დაადასტურა Liberty Bank-ის BCA და B1-ის კორექტირებული BCA, Ba2(cr)-ის გრძელვადიანი კონტრაქტორის რისკის შეფასება (Counterparty Risk Assessment) და Ba2-ის გრძელვადიანი CRR. Moody's-მა ასევე დაადასტურა თიბისი ბანკის არაუზრუნველყოფილი რეიტინგი Ba2-ზე და შეცვალა პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე.სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, BCA-ს განახლება და რეიტინგის დადასტურება ასახავს ქართული ბანკების მდგრადობას ეკონომიკური ციკლის განმავლობაში, მომგებიანობის მუდმივ გაუმჯობესებას და კაპიტალის უფრო მაღალ დონეებს, რაც აქტივების მაღალ რისკებს აბალანსებს, რომლებიც ბანკების მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარეობს, რომელიც თავის მხრივ საბაზრო სახსრებზე დამოკიდებულებას აუმჯობესებს.არაუზრუნველყოფილი და გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგების სტაბილური პერსპექტივა ასახავს სააგენტოს მოლოდინს, რომ სამივე ბანკი ძლიერი მომგებიანობით ისარგებლებს, რომელიც განაგრძობს კაპიტალიზაციის მხარდაჭერას კარგი ლიკვიდობის შენარჩუნებისას. ასევე პერსპექტივა Moody's-ის შეფასებებს ასახავს, რომლითაც საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა და  და მისი პერსპექტივა 2024 წლის 26 მარტს უარყოფითიდან სტაბილურამდე გაზარდა. 

1711707122

საპენსიო სააგენტო WB-ის RAMP პროგრამაში გაწევრიანდა

საპენსიო სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საპენსიო სააგენტო მიიღებს ტექნიკურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ხაზინიდან ინვესტიციების მართვის საკითხებში, მათ შორის მმართველობით, პორტფელის და რისკის მართვის, აქტივების განთავსების სტრატეგიის და საინვესტიციო საოპერაციო მიმართულებით. RAMP-ის წევრები არიან ცენტრალური ბანკები, სუვერენული საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოდან 2009 წლის შემდეგ RAMP-ის წევრია საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საპენსიო სააგენტო მეორე ორგანიზაცია გახდა საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში გაწევრიანდა.„მსურს მივესალმო საპენსიო სააგენტოს და მივულოცო RAMP პროგრამაში გაწევრიანება. ჩვენთვის პატივია, რომ გვაქვს მათი ნდობა და საპენსიო სააგენტო მონაწილეობას იღებს საჯარო აქტივების მმართველების ამ გლობალურ გაერთიანებაში, – განაცხადა ხორხე ფამილიარმა, მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტმა. – მოუთმენლად ველით საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობას და აქტივების მართვის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების მათთვის გაზიარებას."„მოხარული ვარ, რომ საპენსიო სააგენტო უერთდება მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამას, რითაც ვხდებით 70-ზე მეტი საჯარო აქტივების მმართველი ორგანიზაციისგან შემდგარი გლობალურ პარტნიორობის წევრი. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით საპენსიო სააგენტო მიიღებს უნიკალურ მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის ხაზინიდან ინვესტიციების მართვის პროცესების დახვეწის მიზნით. მსოფლიო ბანკის გამოცდილება საჯარო აქტივების მართვის მიმართულებით დაგვეხმარება საპენსიო სააგენტოს სტრატეგიული მიზნების მიღწევაში და მოუთმენლად ველით პროგრამაში აქტიურად ჩართვას", - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

1711701404

🎥 მესაზღვრე მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან ჩამოიყვან...

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.სამაშველო ვერტმფრენს აქვს ორი ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” -ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი უახლესი მოდელია, რომლის გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა.შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

1711699888

საქართველო უდაბნოს მტვერმა მოიცვა

უწყების ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

1711698946