ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.667        EUR 3.0412        GBP 3.3884        RUB 4.0143        UAH 0.961        AZN 1.5735        AMD 5.4933      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
OPIC -ის ჩართულობით, სკოლა  ფესვების  რეაბილიტაცია დაიწყო
16 აგვისტო, 2018, 12:37
OPIC -ის ჩართულობით, სკოლა  ფესვების  რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისი (GBC) - სკოლა „ფესვების“ რეაბილიტაცია იწყება.

რეაბილიტაციის  დაწყების ოფიციალურ  ცერემონიალში მონაწილეობდნენ: აშშ-ს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დევიდ ბოჰიჯიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აშშ -ს საელჩოს, USAID -ის წარმომადგენლები, ამერიკის მთავრობის სხვა ოფიციალური პირები.

„ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს განათლების სისტემაში ინვესტიციების განხორციელება. რადგან ნებისმიერი ქვეყნის მომავალი სწორედ მომავალი თაობების აღზრდით განიზაზღვრება. მოხარულები ვართ, რომ OPIC თქვენს ქვეყანაში მოღვაწეობს და „გაზელ ფონდის“ საშუალებით სკოლაში „ფესვები“ ინვესტიციას ახორციელებს“, – განაცხადა ბოჰიჯიანმა.

„ფესვების“ მფლობელმა  და დირექტორმა მანანა გვირჯიშვილმა მადლობა გადაუხადა გუნდს და საკუთარ ოჯახს, რომელიც მხარში უდგას და ყველაფერს აკეთებს წარმატებისთვის.

„ამ წლების განმავლობაში მუდმივად ვზრუნავდით სკოლის განვითარებაზე, მაგრამ ძალიან რთულია მიაღწიო უმაღლეს სტანდარტებს. სწორედ ამაში დაგვეხმარა „გაზელ ფონდი“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით  ძალიან დიდია ჩვენი მოლოდინი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევისა.

გაუმჯობესდება მთლიანად სკოლის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი, სპორტული დარბაზი, საშხაპეები, სასადილო, სააქტო დარბაზი, და რა თქმა უნდა მთლიანად განახლდება სკოლის ინტერიერი.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი და უკეთესი განათლება მივცეთ ახალგაზრდობას. განათლებული ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. რაც მთავარია, ისინი ევროპულ და ამერიკულ განათლებას ეზიარებიან“.

სკოლის რეაბილიტაცია 14 სექტემბერს დასრულდება და მოსწავლეების პირველ ნაკადს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ GAZELLE FINANCE GEORGIA  თბილისში მდებარე ქალთა 100%-იან საკუთრებაში არსებულ ქართულ-ავსტრიულ კერძო სკოლაფესვებში“ (1–12 კლასის ჩათვლით) ინვესტიციას ახორციელებს და  ხელმისაწვდომ და ყოვლისმომცველ განათლებასა და ინტერაქტიული სწავლის კურსს გთავაზობთ.

Gazelle Finance Georgia-მ ქართულ-ავსტრიულ სკოლა „ფესვებში“ 600, 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს დაფინანსება სკოლას საშუალებას აძლევს, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად,  თავისი შესაძლებლობები გააუმჯობესოს. სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესება მომდევნო წლების განმავლობაში უკეთეს სასწავლო პირობებს განაპირობებს, რათა ახალი მოსწავლეები მიიზიდოს და  სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა  ორჯერ გაზარდოს (მაქსიმუმ 900 მოსწავლემდე).

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს განათლების სფეროში ისეთ პროგრესულად მოაზროვნე მეწარმესთან პარტნიორობით, როგორიცაა მანანა გვირჯიშვილი”, - განაცხადა Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ლიბერტმა - „ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვა, როგორიცაა მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ჩართულობის წახალისება, დასმულ შეკითხვებზე მათი პასუხების სტიმულირება და სასწავლო სახელმძღვანელოების ინტეგრირება მოსწავლეთა ყურადღების უკეთესად მობილიზებისათვის, სწავლების საკმაოდ ინოვაციური ტექნიკაა რეგიონისთვის, რომელიც ტრადიციულად, ორიენტირებული იყო ზეპირობის მეთოდით სწავლებაზე".

მანანა გვარჯიშვილის სასკოლო განათლების სტრატეგია ორ პრინციპს ეყრდნობა: ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, მოსწავლეთათვის დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად და სასწავლო გეგმის მკვეთრად გარდაქმნას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ისწავლონ გლობალურად კონკურენტუნარიან დონეზე.

„ფესვები“ ინოვაციური სასწავლო გეგმის მქონე ძალიან სპეციფიკური სკოლაა, რომელიც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს ქმნის", - განაცხადა „ფესვების“ მფლობელმა და დირექტორმა, მანანა გვირჯიშვილმა, – "Gazelle Finance-სა და ჩვენ კომპანიას შორის თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა სკოლის განახლების პროცესის დაჩქარება და გაუმჯობესება მოსწავლეებისთვის ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას“.

სკოლა მიიღებს იმ ახალი სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც ავსტრიის საგანმანათლებლო სტანდარტებს ეფუძნება. ავსტრიული სასწავლო გეგმა მოიცავს არა მარტო ინტერაქტიული სწავლების პრინციპებზე დაფუძნებულ საუკეთესო სწავლების მეთოდების, არამედ ინკლუზიური განათლების პროგრამის მიღებას, რომელიც დამატებით დახმარებას უწევს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სწავლის უნარშეზღუდულ მოსწავლეებს, რაც საქართველოში მნიშვნელოვანი ინოვაციაა განათლების სფეროში. სკოლას ღრმა კავშირები აქვს ავსტრიის განათლების სამინისტროსთან, რომელიც ხელს უწყობს სკოლისთვის „ნოუ-ჰაუ“ სასწავლო პროგრამის გადაცემას.

„საქართველოს ყველაზე ძვირფასი რესურსია მისივე ხალხი. სწორედ ამიტომ OPIC ამაყობს განათლების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მხარდაჭერით", - განაცხადა ბოჰიჯიანმა - „Gazelle Fund-ში OPIC-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობა არა მარტო ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის მხარდამჭერია, არამედ აუმჯობესებს სკოლა „ფესვების“  სასწავლო გარემოს, რათა უკეთესად მოემსახუროს ქართველთა მომავალ თაობას".

გარდა ამისა, განათლების ხელმისაწვდომობა სკოლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სკოლაში სწავლის საფასური შესაძლებლად და/ან ხელმისაწვდომად ითვლება, ხოლო მოსწავლეების 35% არ იხდის სწავლის საფასურს, რასაც მატერიალური წვლილი შეაქვს ადგილობრივ მცხოვრებთათვის.

Gazelle Finance (http://gazellefinance.com/, https://www.facebook.com/GazelleFinance/)  აშშ-ის ფონდის მენეჯერია, რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდ “Gazelle Fund”-ს, მათ შორის, OPIC- ის საინვესტიციო კაპიტალს. ფონდი 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და ამჟამად საქართველოსა და სომხეთში შვილობილი კომპანიების Gazelle Finance-ისა (საქართველო) და Gazelle Finance Universal Credit Organization-ის (სომხეთი) მეშვეობით მოღვაწეობს. ის აერთიანებს მცირე და საშუალო კომპანიებს, როგორც წესი, $100 ათასიდან $1 მილიონამდე დაფინანსების სპექტრში, რომლებსაც არ გააჩნია ზრდის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, რადგან ისინი მცირე კომპანიებს წარმოადგენენ და უზრუნველყოფილია ფასიანი ქაღალდებით, თუმცა აღწევენ განვითარების უფრო მაღალ ზრდას.

ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები“

ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვები" https://www.fesvebi.edu.ge/, https://www.facebook.com/Schoolpesvebi/) წარმოადგენს ქალთა საკუთრების ქვეშ არსებულ ბიზნესს. გარდა ამისა, სკოლაში დასაქმებულთა 90% ქალბატონია. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია მანანა გვირჯიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგი [1978-1996] და კერძო სკოლა "შვინდას" (რომელიც დიდ დიღომში ნაქირავებ შენობაში მდებარეობს [1995-2010 წლებში]) მფლობელი და დირექტორი. 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 187-ე საჯარო სკოლის პრივატიზებისა და შეძენის შემდეგ, მანანა გვირჯიშვილი შპს "ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების" მმართველი აქციონერი და დირექტორია. ქალბატონ მანანას ორი ვაჟიშვილი, მირიანი და თეიმურაზი, სკოლის მართვაში ღრმად არიან ჩართულნი. სკოლა უზრუნველყოფს როგორც დაწყებით, ასევე, საშუალო განათლებას.

OPIC (აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების ფინანსური ინსტიტუტი. იგი მობილიზებას უწევს კერძო კაპიტალს, რათა დაეხმაროს კრიტიკული განვითარების გამოწვევებს; ამგვარად, აუმჯობესებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს. OPIC-ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობით, ხელს უწყობს აშშ-ის ბიზნესის გაფართოებას განვითარებად ბაზრებზე, შემოსავლების კატალიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდის შესაძლებლობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. OPIC-ის მისიაა ინვესტორების უზრუნველყოფა დაფინანსებით, პოლიტიკური რისკის დაზღვევითა და კერძო საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერით, როდესაც კომერციული დაფინანსების მოპოვება სხვაგან შესაძლებელი არ არის. OPIC, როგორც აშშ-ის სამთავრობო ინსტიტუტი, 1971 წელს დაფუძნდა. OPIC-ის ყველა პროექტი იცავს გარემოსდაცვით და მაღალ სოციალურ სტანდარტებს და პატივს სცემს ადამიანის, მათ შორის, მუშაკთა უფლებებს. მაღალი სტანდარტების მანდატით, OPIC-ი მიზნად ისახავს ინდუსტრიისა და რეგიონალური სტანდარტების ამაღლებას იმ ქვეყნებში, სადაც იგი პროექტებს აფინანსებს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია ახალი და მზარდი ბიზნესსაწარმოებისთვის 160-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები