ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6599        EUR 3.0211        GBP 3.4533        RUB 4.02        UAH 0.9543        AZN 1.5692        AMD 5.4928      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დღეიდან მანქანის ან ბინის გირაოში ჩადებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
20 აგვისტო, 2018, 09:48
დღეიდან მანქანის ან ბინის გირაოში ჩადებაზე შეზღუდვები ამოქმედდა

თბილისი (GBC) – 20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება.

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში (სებ) არ იქნებიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.

სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის,  სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო - სამეურნეო მანქანის დამხმარე  საშუალებების, მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით;

აქ გამონაკლისია ის შემთხვევა თუ პირი საცხოვრებლად ან ადგილსამყოფლად  იგირავებს უძრავ ქონებას,  თუმცა,  თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის სასარგებლოდ 2 ოპოთეკაზე მეტია რეგისტრირებული, შემდეგ ხელშეკრულებაში  შეზღუდვა ამოქმედდება.

ასევე კერძო გამსესხებელს აღარ შეეძლება მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული  მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. სებ-ის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა ხდება.

კიდევ ერთი ცვლილება ლარით ფასდადებას ეხება. მაგალითად,  განვადების ან ლიზინგისას, თუ  დაფინანსების თანხა (ლიზინგის საზღაურში შემავალი ყველა დამატებითი გადასახდელისა და ხარჯის გარეშე)   100 000 (ასი ათას) ლარზე ნაკლებია, არ შეიძლება უცხოურ ვალუტაზე იყოს მიბმული ან ინდექსირებული. 

ამასთან, უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში კრედიტორმა  ფულადი სახსრები  მსესხებელზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნდა გასცეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები