






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - Freeuni Startup Challenge –ის ფარგლებში სტარტაპერების შერჩევა დაიწყო.
სტარტაპერებს პროექტში განაცხადების წარდგენა 16 სექტემბრამდე შეუძლიათ (http://bit.ly/2MlRz2b).
პროექტის ორგანიზატორთა ცნობით, ფინალისტი 10 გუნდი შეირჩევა აპლიკაციებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ. უპირატესობა მიენიჭებათ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეისა და პროტოტიპის მქონე გუნდებს.
ფინალისტებს დემო დღისთვის მენტორობას გაუწევენ სტარტაპ VRex Immersive Inc-სა და Future Laboratory-ის დამფუძნებლები, რომლებიც გუნდებს ჩაუტარებენ ვორქშოფებს სხვადასხვა სტარტაპ თემატიკაზე.
„პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება 30 სექტემბერს. შერჩეული გუნდები წარდგებიან კომპანიების წარმომადგენლების წინაშე investor pitch ფორმატით, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პრეზენტაციის შემდეგ 7-10 წუთი დაეთმობა კითხვებს ინვესტორების მხრიდან”, - განმარტავენ Freeuni Startup Challenge -ის ორგანიზატორები და აღნიშნავენ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა პოტენციურ ინვეტორებთან შესახვედრად.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, Freeuni Startup Challenge წელს მეორედ იმართება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. ღონისძიებას დაესწრებიან Tera Bank -ის, GG -ის, Colliers International-ის, Proxima Solutions -ისა და Next Brand -ის წარმომადგენლები.
ისინი გამოაცხადებენ მათ რჩეულ გუნდებს, რომლებსაც დააჯილდოებენ სპეციალური პრიზებით და ითანამშრომლებენ მომავალში.