ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Forbes: იდეალური ქარიშხალი - რა ბედი ეწია ცნობილ კაზინო   Shangri La –ს
4 სექტემბერი, 2018, 16:19
Forbes: იდეალური ქარიშხალი - რა ბედი ეწია ცნობილ კაზინო   Shangri La –ს

თბილისი (GBC)- იდეალური ქარიშხალი - რა ბედი ეწია ცნობილ კაზინო "შანგრი ლას" - რუსულენოვანი Forbes -ი მოსკოვში კაზინოების მფლობელი კომპანია  Storm International -ის შესახებ წერს, ერთ დროს ლონდონელი „ტაქსისტის“ მაიკლ ბოტჩერის კომპანიაზე, რომელმაც 90 წლებიდან რუსეთში სათამაშო ბიზნესში დიდი როლი ითამაშა,  შემდეგ ყველაფერი დაკარგა, თუმცა  ფენიქსივით აღდგენა მოახერხა, მაგრამ არა რუსეთში, არამედ  ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

ჟურნალისტი დიმიტრი იაკოვენკო თავის სტატიას თბილისში მდებარე კაზინო Shangri La -ს შესახებ საუბრით იწყებს, ამბობს, რომ თუ თბილისში,  სხვა კაზინოებს ძებნა სჭირდება,  Shangri La -ს გვერდის ავლა შეუძლებელია. კაზინო თბილისის ერთ-ერთი  ტურისტული ღირსშესანიშნაობის - მშვიდობის ხიდის პირდაპირ მდებარეობს.

„ივნისში,  თბილისში 40 გრადუსი სიცხეა, Shangri La -ს მკაცრი მცველები  არაკეთილგანწყობილად შეჰყურებენ შორტებში გამოწყობილ მოთამაშეებს, რომლებიც სიგარეტით ხელში გადაადგილდებიან   პოკერისა და „რულეტკის“ მაგიდებს შორის. აი, სიგარეტის ფერფლი ეცემა 80 000 დოლარიან, წითელ - მწვანე ორნამენტებიან  ხალიჩაზე, რომელიც მინის ჭერში აირეკლება და თვალს ჭრის“, - წერს იაკოვენკო და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ნარჩენებია Storm International -ის წარსული დიდებიდან.  

მასალაში აღნიშნულია, რომ Storm International -ი 2009 წლამდე მოსკოვში კაზინოების ქსელს ფლობდა, რომლის ბრუნვა 100 მლნ დოლარს აღემატებოდა. რუსეთში აზარტული თამაშების აკრძალვამ კი, ჰოლდინგს ბიზნესი წაართვა. ამის შემდეგ Storm -მა ფსონი პოსტ საბჭოთა ქვეყნებსა და არაბული ქვეყნების აზარტულ მოთამაშეებზე დადო.

ბოტჩერის ბიზნესი რუსეთში ათწლეულის განმავლობაში ყვაოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აზარტული თამაშების აკრძალვის შემდეგ, 2011 წლის გაზაფხულზე, მოსკოვის 2 კინოთეატრში პოლიციამ უკანონო  სათამაშო მაგიდები აღმოაჩინა. არალეგალური კაზინოს გახნისთვის Storm International -ის აღმასრულებელი დირექტორი დარენ კინა დააკავეს, რომელმაც რამდენიმე კვირაში აღიარებითი ჩვენება მისცა და 150 000 რუბლის ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. თავად ბოტერზე ძებნა გამოცხადდა, - წერს Forbes.ru.

“თქვენ ფიქრობთ, რომ იმ კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც აქვს მომგებიანი ობიექტები მექსიკაში, გერმანიაში, ბელარუსსა და სომხეთში, ასევე აქვს პროექტები, მათ შორის, სამორინეს პროექტი საქართველოში, დაიწყებდა არალეგალური ბიზნესის მართვას? - აღშფოთდა ბოტჩერი.

მისი ვერსიით, კინას დაკავება იატაქვეშა კაზინოების ორგანიზებით იყო დადგმული, რომლებსაც არ მოსწონდათ, რომ რუსები სხვა ქვეყნებში მიდიოდნენ სათამაშოდ.

მოგვიანებით ბოტჩერმა Storm International -ში თავისი წილი ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომელიც კერძო ფონდის მართვას ახდენს. (ფონდის სახელი და წილის მოცულობა არ დასახელებულა).

В молодости Майкл Боттчер работал таксистом, пока не наткнулся на объявление о курсах крупье.

ამჟამად,  Storm International -ის ქოლგის ქვეშ 4 კაზინოა: თბილისში, ერევანში, რიგასა და მინსკში, ასევე სლოტ-დარბაზები გერმანიაში.  ჰოლდინგის კაზინოებში, დაახლოებით 2000 ადამიანი მუშაობს,  მათ შორის,  საქართველოში 450 ადამიანია დასაქმებული.  

ცოტა ხნის წინ Storm International -მა ონლაინ კაზინო  PlayShangriLa აამოქმედა, თუმცა ჰოლდინგი გაფართოებას არ ჩქარობს და განვითარებად ბაზრებს ირჩევს, სადაც ახალი მოთამაშეებისთვის ადგილი ჯერ კიდევ არის.

ბოტჩერის გათვლით, 1 ქალაქში, 500 000 ადამიანზე,  1-ზე მეტი კაზინო არ უნდა ფუნქციონირებდეს. მაგალითად,  თბილისში ადგილობრივი მოთამაშეების წილი 70%-ია, თუმცა შემოსავლის დიდი წილის გენერირებას უცხოელები ახდენენ, რომლებიც ჩამოდიან რუსეთიდან, უკრაინიდან და არაბული ქვეყნებიდან, სადაც კაზინოების და აზარტული თამაშების მიმართ ისეთივე მოთმინებას არ იჩენენ, როგორც საქართველოში.

ჰოლდინგი ჯერ კიდევ რუსეთში შემუშავებული სქემით მოქმედებს. ინვესტიციის ნაწილი ადგილობრივი ბიზნესმენებისაა. მაგალითად, საქართველოში, Shangri La -ში, სადაც 15 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, Storm International -ის წილი 75%-ია. კაზინო მოგებაზე მუშაობის დაწყებიდან მხოლოდ მესამე წელს გავიდა. საოპერაციო მარჟა 10-20% შეადგენს. ჰოლდინგის  შემოსავალზე არ საუბრობენ. ჯამური ხარჯები  თვეში დაახლოებით 6 მლნ დოლარია, მათ შორის  მხოლოდ ერთი  თბილისის კაზინოს შემთხვევაში თვიური ხარჯი 1.2 მილიონია.  ამ თანხის 40% სალიცენზიო მოსაკრებელი და გადასახადებია, კიდევ 20% სარეკლამო  და მარკეტინგული ხარჯები.

ერთ-ერთ ინტერიუში ბოტჩერი ამბობდა, რომ კაზინოს თამაშში ჩართული თანხიდან 20% რჩება. ამასთან, Shangri La -ს სათამაშო ავტომატები ისეა დაყენებული, რომ გრძლევადიან პერსპექტივაში მოთამაშეები შეტანილი თანხის 95-98% იბრუნებენ. ამ „კუშის“ მოხსნის შანსი კი, რა თქმა უნდა, იღბლიანებს აქვთ.

რამდენად შემცირდა Storm International -ის ბიზნესი რუსეთიდან წასვლის შემდეგ, შეიძლება ვივარაუდოდ, რომ რამდენჯერმე.

"მოსკოვი იყო საოცარი ადგილი. ძალიან ცოტაა მსოფლიოში ქალაქები, სადაც სათამაშო ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კარგი პერსპექტივა და მომგებიანობა. განსხვავების ილუსტრირებას ციფრები ახდენენ, - ამბობს .Storm International -ის მარკეტინგის დირექტორი ლავრენტი გუბინი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის კაზინოს ერთ-ერთმა სტუმარმა რამდენიმე ასეული ათასი დოლარი მოიგო, ამიტომ კაზინოში ელიან, რომ თვე დიდი ალბათობით ზარალიანი იქნება. დარენ კინი კი, ადრე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსეთში მოგებებს თავისუფლად შეეძლო 2 მლნ დოლარისთვის მიეღწია. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები