ოქრო NYMEX(უნც.)  1224.90  +0.81%    |    პლატინა (უნც.)  852  +1.45%    |    ვერცხლი (უნც.)  14.39  +0.76%    |    პალადიუმი NYMEX  1074.10  +0.83%    |    ნიკელი (ტონა)  11610  +0.58%    |    ალუმინი (ტონა)  1959.25  +0.18%    |    ნავთობი (Brent)  74.69  -0.44%    |    გაზი(NYMEX)  3276  +0.46%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.18  -1.05%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112.95  +0.49%    |    ხორბალი (ტონა)  503.75  +0.50%    |   
 USD 2.7166        EUR 3.0602        GBP 3.49        RUB 4.0131        UAH 0.9733        AZN 1.6026        AMD 5.5611      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დელტას  და Rosenbauer -ს  სპეცავტომობილის პროტოტიპის შექმნა დაგეგმილზე 2-ჯერ ძვირი დაუჯდება
4 სექტემბერი, 2018, 18:12
დელტას  და Rosenbauer -ს   სპეცავტომობილის პროტოტიპის შექმნა დაგეგმილზე 2-ჯერ ძვირი დაუჯდება

თბილისი (GBC) –  დელტას  და Rosenbauer -ს სახანძრო-სამაშველო სპეცავტომობილის პროტოტიპის შექმნა  დაგეგმილზე 2.1-ჯერ ძვირი დაუჯდება.

2 ერთეული სპეცავტომობილის პროტოტიპის შექმნისთვის "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა"  გამარტივებული შესყიდვის ბიუჯეტის 1.748 მლნ ლარამდე გაზრდა ითხოვა. ადრე ამ მიზნით 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დასახული მოთხოვნის შესაბამისად, შეიქმნა როზენბაუერის მიერ სუპერსტრუქტურის ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად მოდიფიცირების საჭიროება, რამაც გააძვირა მისი ღირებულება პროტოტიპირების ფაზაში“, - განმარტავს უწყება.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შასის გაძლიერებისათვის საჭირო კომპლექტაციის ღირებულებამ პროტოტიპის შემთხვევაში მოიმატა, ვინაიდან საცალო შესყიდვის შემთხვევაში, დიდია როგორც კომპლექტაციის თვითღირებულება, აგრეთვე ტრანსპორტირების ხარჯიც.

გარდა აღნიშნულისა, ავსტრიული მხარის მოთხოვნით, საჭირო გახდა დამატებითი ხარჯების გაწევა ავტომობილის სწორი ექსპლუატაციის მიზნით ტრენინგის ჩასატარებლად.

მიუხედავად პროტოტიპის შესაქმნელად ბიუჯეტის გაზრდისა, დელტაში აღნიშნავენ, მათ მიერ ამ ავტომობილების ფასი სერიული წარმოების დაახლოებით 190 000 ევრო იქნება, რაც პროტოტიპთან შედარებით 25%-ით იაფია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დელტაში წარმოებული სახანძრო - სამაშველო მანქანა არა მხოლოდ  25 000 ევროთი იაფი იქნება საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ  ტექნიკა MAFIRUS TSF-W -ზე, არამედ, მახასიათებლებით ბევრად მაღლა დგას ამ ტექნიკასთან შედარებით.

მთავრობის გეგმით, მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ უნდა იყოს საბჭოთა წარმოების მანქანა. ეტაპობრივად, სრულად განახლდება ავტოპარკი და პირველ რიგში, ეს პროცესი რეგიონებიდან დაიწყება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები