ოქრო NYMEX(უნც.)  1200.9  -0.22%    |    პლატინა (უნც.)  848.40  +0.37%    |    ვერცხლი (უნც.)  14.00  +0.08%    |    პალადიუმი NYMEX  1089.3  +0.34%    |    ნიკელი (ტონა)  11480  +1.17%    |    ალუმინი (ტონა)  1948.75  +0.36%    |    ნავთობი (Brent)  69.25  -1.25%    |    გაზი(NYMEX)  3953  +4.36%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.87  -0.54%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.10  -0.05%    |    ხორბალი (ტონა)  515  -0.81%    |   
 USD 2.6818        EUR 3.0299        GBP 3.4332        RUB 4.0185        UAH 0.965        AZN 1.5822        AMD 5.5124      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართველმა დიზაინერებმა პარიზული შოუ-რუმებიდან 220 ათასი ევროს პროდუქცია გაყიდეს
7 სექტემბერი, 2018, 11:05
ქართველმა დიზაინერებმა პარიზული შოუ-რუმებიდან 220 ათასი ევროს პროდუქცია გაყიდეს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ბაზარზე ქართველი დიზაინერების პროდუქცია კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება. ბოლო 6 თვეში დიზაინერები უკვე სტაბილურად იღებენ შეკვეთებს. 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  7 ქართველი დიზაინერის პროდუქცია პარიზში (19-26 ივნისი) More dash Showroom-ში, Maison Pyramide- სა და Paper Mache Tiger -ის  შოურუმებში იყო წარდგენილი, შედეგადაც მათ საერთაშორისო ბაზარზე 220 000 ევროს ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია შეძლეს.

თუ შევადარებთ, გასულ შემოდგომა -ზამთრის კოლექციის რეალიზაციას, მაშინ 170 000 ევროს პროდუქციის ექსპორტი იყო განხორციელებული, მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე.

პარიზში პროდუქცია წარადგინეს ქართულმა ბრენდებმა- “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”.

აღსანიშნავია, რომ შოურუმები პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, დიზაინისა და მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, 100-მდე კომპანიასა და 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად არაერთი ღონისძიება და შოუ-რუმი იქნება გამართული, რომელშიც მონაწილეობად მინიმუმ 10 ქართველი დიზაინერი მიიღებს. დიზაინერების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები