ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8845        EUR 3.241        GBP 3.6177        RUB 4.5787        UAH 1.1208        AZN 1.6982        AMD 6.0662      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბიზნესი: ჩვენი ქვეყანა ღარიბია და 5 თეთრიანი პარკების 10-ჯერ გაძვირებას ვერავინ გაუძლებს
ნინო შუბითიძე
12 სექტემბერი, 2018, 18:03
ბიზნესი: ჩვენი ქვეყანა ღარიბია და  5 თეთრიანი პარკების 10-ჯერ  გაძვირებას ვერავინ გაუძლებს

თბილისი (GBC) –ჩვენი ქვეყანა ღარიბია და  5 თეთრიანი პარკების 50 თეთრამდე გაძვირებას ვერც მომხმარებელი გაუძლებს და ვერც ბიზნეს სექტორი, რომ აღარაფერი ვთქვათ მყისიერი გადაწყვეტილებით მიღებულ შოკზე  - პარკების და შესაფუთი მასალების მწარმოებელ-დისტრიბუტორები პრემიერის ურყევმა და სამინისტროს ოპერატიულმა გადაწყვეტილებამ  დააპანიკა.

კომპანია „კარიბიდან“ გვაცნობეს, რომ 15-მიკრონამდე პარკების აკრძალვით,  ბიზნესს  ხარჯებს ეზრდება .  ერთჯერადი პარკების 100 -იანი შეკვრის  0.65 ლარიდან, 6.5 ლარამდე გაძვირება კომპანიებისთვის  „ყელში წაჭერაა“.  მარაგების განაშთვისთვის 1 თვესაც არ უტოვებენ.

„კარიბს“, რომლის თვიური ბრუნვა 120 000 -150 000 ლარია 0.5 მილიონის ნაშთები (სრული პროდუქცია, პარკების ჩათვლით) აქვს გასაყიდი და აკრძალვის გადაწყვეტილების მიღებისთანავე ძალაში შესვლა, როგორც კომპანიაში აცხადებენ  დამღუპველია.

„კარიბი“ ბაზრებს და სხვა მაღაზიებს ამარაგებს. სუპერმარკეტების ქსელები  ქარხნის  -„ჯორჯიან პოლიმერი“ მომხმარებელები არიან. 

სპეციალისტები წარმოების გაჩერებას შიშობენ, რადგან ახალ სტანდარტთან შესაბამისობით, პოლიეთინელის პარკი კონკურენტუუნარო ხდება, რადგან მისი ფასი ბიოდეგრადირებადისას  მიუახლოვდება. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან, 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/ იმპორტი/ რეალიზაციის აკრძალვა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაანონსა.

2019 წლის 1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება/ იმპორტი/ რეალიზაცია შეიზღუდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები