ოქრო NYMEX(უნც.)  1200.9  -0.22%    |    პლატინა (უნც.)  848.40  +0.37%    |    ვერცხლი (უნც.)  14.00  +0.08%    |    პალადიუმი NYMEX  1089.3  +0.34%    |    ნიკელი (ტონა)  11480  +1.17%    |    ალუმინი (ტონა)  1948.75  +0.36%    |    ნავთობი (Brent)  69.25  -1.25%    |    გაზი(NYMEX)  3953  +4.36%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.87  -0.54%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.10  -0.05%    |    ხორბალი (ტონა)  515  -0.81%    |   
 USD 2.6818        EUR 3.0299        GBP 3.4332        RUB 4.0185        UAH 0.965        AZN 1.5822        AMD 5.5124      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა მოტორსი ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPO – ს გეგმავს
13 სექტემბერი, 2018, 11:27
 თეგეტა მოტორსი ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPO – ს გეგმავს

 

თბილისი (GBC) - თეგეტა მოტორსმა Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე განვითარების სტრატეგია წარადგინა.

კომპანიის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „თეგეტა მოტორსი“  საფონდო ბაზარზე აქტიურობას იწყებს. მოკლევადიან პერიოდში ობლიგაციების გამოშვებას, საშუალოვადიან პერიოდში კი, ლონდონის საფონდო ბირჟაზე IPO - ს გეგმავს.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, ამ პერიოდის განმავლობაში პატარა მაღაზია გადაიქცა რეგიონში დარგის ლიდერად, გვაქვს 25 ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპული სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისს, ჩვენ ასევე წარმატებით შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით. ასევე დავნერგეთ კორპორატიული მართვა კომპანიაში რაშიც საერთაშორისო საფინანსო კომპანია გვეხმარებოდა. კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მისაღწევად მნიშვნელოვანია „თეგეტა მოტორსი“ შევიდეს კაპიტალის ბაზარზე და მოიზიდოს ინვესტიციები კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია 3-5 წლიან პერსპექტივაში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს აქციები, მანამდე კი ვფიქრობთ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ობლიგაციები, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა საავტომობილო სფეროში კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.“ - განაცხადა შეხვედრაზე თეგეტა მოტორსის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაჭარავამ. 

აღსანიშნავია, რომ  „თეგეტა მოტორსი“   პირველი კომპანიაა  ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება.

გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი B-ით შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. რეიტინგის მინიჭებისას Fitch-მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს კომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში. Fitch Ratings არის 100 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.

 „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. 

შეგახსენებთ, თბილისში 12 სექტემბერს Fitch Ratings-ის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ Fitch Ratings -ის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საბროკერო კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკის და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები