ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6599        EUR 3.0211        GBP 3.4533        RUB 4.02        UAH 0.9543        AZN 1.5692        AMD 5.4928      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკს Global Finance-ის სპეციალური ჯილდო  მიენიჭა
14 სექტემბერი, 2018, 11:45
საქართველოს ბანკს Global Finance-ის სპეციალური ჯილდო  მიენიჭა

თბილისი (GBC)-  საქართველოს ბანკმა Global Finance-ის სპეციალური ჯილდოს- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს ბანკს ჯილდო Global Finance-ის მიერ ორგანიზებულ მესამე, ყოველწლიურ „გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების“ დაჯილდოებაზე ერგო.

ქართულ ბანკს ჯილდო  Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, კონსალტინგის, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის სფეროში გლობალური ლიდერების გადაწყვეტილებით მიენიჭა.

Global Finance-ის მიერ ხდება იმ ბანკებისა და გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების აღიარება, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ საკუთარი საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებას.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორე წელია იღებს  გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების ჯილდოს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ბანკი საკუთარ საცალო და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უახლეს ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებს,  კომფორტულ მომსახურებას და ხელს უწყობს მათი წარმატების მიღწევას ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ბანკი გააგრძელებს მუდმივ ზრუნვას, რათა განავითაროს საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ახალი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული სერვისების წარსადგენად“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურებისთვის ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ  ბანკებს, რომლებიც ახორციელებენ მსოფლიო დონის სერვისებს და აჭარბებენ მომხმარებელთა მოლოდინებს“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები