ოქრო NYMEX(უნც.)  1200.9  -0.22%    |    პლატინა (უნც.)  848.40  +0.37%    |    ვერცხლი (უნც.)  14.00  +0.08%    |    პალადიუმი NYMEX  1089.3  +0.34%    |    ნიკელი (ტონა)  11480  +1.17%    |    ალუმინი (ტონა)  1948.75  +0.36%    |    ნავთობი (Brent)  69.25  -1.25%    |    გაზი(NYMEX)  3953  +4.36%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.87  -0.54%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.10  -0.05%    |    ხორბალი (ტონა)  515  -0.81%    |   
 USD 2.6727        EUR 3.0268        GBP 3.424        RUB 4.0447        UAH 0.9628        AZN 1.5768        AMD 5.513      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მილიონერი მინისტრი - სად დააბანდა გიორგი ქობულიამ  McKinsey -ში გამომუშავებული თანხები
14 სექტემბერი, 2018, 13:16
მილიონერი მინისტრი - სად დააბანდა გიორგი ქობულიამ  McKinsey -ში გამომუშავებული თანხები

თბილისი (GBC) – რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი ბოლო თვეებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემა იყო, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მაღალშემოსავლებზე თავად გიორგი ქობულიამ არაერთხელ განაცხადა.

ერთ-ერთი ასეთი განცხადება მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა: „18 წელი მოვანდომე იმას, რომ იმ კომპანიაში ( მაკკინზი და კომპანია) კარიერის ზენიტში ავსულიყავი. დღეს მივაღწიე ამ ზენიტს საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით და იმის ნაცვლად, რომ გამეგრძელებინა იქ მუშაობა და ჩემი 18 წლის ინვესტიცია გამენაღდებინა, ამ დროს ვტოვებ ამ სამსახურს და მოვდივარ ჩვენს ქვეყანაში, რათა საქართელოს ვემსახურო“.

გიორგი ქობულიამ დეკლარაცია უკვე გამოაქვეყნა, სადაც ბოლო 18 წელში დაგროვილი ქონება ასახა.

ეკონომიკის მინისტრი რამდენიმე კომპანიის აქციონერია: მაკკინზი და კომპანიაში, სადაც უფროსი პარტნიორი იყო 1.8 მლნ დოლარის 643 აქციას ფლობს. ასევე მის მფლობელობაშია ნორზერნ ტრასტის 119 090 აქცია, რაშიც 3,931 მილიონი აშშ დოლარი და 2,474 მილიონი ევრო აქვს გადახდილი,

ასევე ფლობს „ჯორჯიან კაპიტალის“  (592 620 დოლარი), „საქართველოს  სალიზინგო კომპანიის“ (551 ათასი დოლარი) და „m2“-ის ობლიგაციებს (60 ათასი დოლარი), მის ხელშია „საქართველოს ბანკის“ სტრუქტურირებულ ნოტებიც (250 ათასი ევროს ღირებულებით)

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია ფლობს  ბინებს და მიწის ნაკვეთებს, მოსკოვში, თბილისში, წყნეთში, ბეთანიასა და ბაკურიანში.

მის  ავტოპარკში სამი მსუბუქი ავტომობილია. 2008 წელს ქობულიამ 83 ათასი ლარის ღირებულების „ტოიოტა ლენდ კრუიზერი“ შეიძინა, 2012 წელს 123 453 ევროს ღირებულების „პორშე პანამერა“, 2014 წელს კი, 2 140 148 რუბლის ღირებულების „მერსედესი E კუპე“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები