ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PwC საქართველოს ორი ახალი დირექტორი ჰყავს 
19 სექტემბერი, 2018, 10:05
PwC საქართველოს ორი ახალი დირექტორი ჰყავს 

თბილისი (GBC) -  „ფრაისუოთერჰაუსკუპერს“  (PwC) საქართველოს ოფისმა ორი ახალი ქალი დირექტორის წარდგენით თავისი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარება განაცხადა.

აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ქადაგიშვილი გახდა, საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორად კი, თამთა შერმადინი დაინიშნა.

PwC-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია  მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაზარდოს თავისი გამოცდილება რეგიონში და დააკმაყოფილოს კლიენტთა ზრდადი მოთხოვნები, ასევე დააფასოს წარმატებული და სათანადო გამოცდილების და ცოდნის მქონე ნიჭიერი ქალი თანამშრომლები.

„ეს დაწინაურება ასახავს ჩვენს ინვესტიციებს თანამშრომლებში, და ჩვენს ვალდებულებას ინვესტიციები განვახორციელოთ რეგიონში და განვავითაროთ PwC-ის შემდგომი საქმიანობა. გვჯერა, რომ ნიჭიერი და სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ქალი დირექტორების ხელშეწყობით და მათი დაფასებით, შევქმნით დამატებით ღირებულებას ჩვენი ფირმისა და ჩვენი კლიენტებისათვის“- განაცხადა   დაწინაურების შესახებ ქვეყნის მმართველმა პარტნიორმა, ლაშა ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნინო ქადაგიშვილი, ფირმას 2008 წელს შემოუერთდა და 10 წლის განმავლობაში იგი აქტიურად იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა  აუდიტორულ პროექტებს. ნინო არის სერთიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის დიპლომირებული წევრი (FCCA), პროფესიულ დონეზე ფლობს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ცოდნას და გამოცდილებას, ასევე ადგილობრივი სააღრიცხვო კანონების სიღრმისეულ ცოდნას. ნინო აქტიურად არის ჩართული ფირმის განვითარების პროცესებში, იგი ხელმძღვანელობს PwC საქართველოს სასწავლო აკადემიას; თავისი მოვალეობის ფარგლებში, ხელმძღვანელობს სხვადასხვა პროფესიულ და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს. ნინო ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში და დიპლომს იურისპრუდენციაში.               

 თამთა შერმადინს  10 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება მოიცავს მრავლობითი საკონსულტაციო პროექტების ხელმძღვანელობას და მართვას, გარიგებებს, კვლევების და სტრატეგიების შემუშავებას. იგი დახმარებას უწევს კომპანიებს თავიანთი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეზე, და ასევე ეხმარება მოცემული სტრატეგიული პერიოდის ოპერაციების ბიუჯეტირებაში. ამჟამად, თამთა აქტიურად ახორციელებს პროექტებს საქართველოს მთავრობასა და ქვეყანაში სხვადასხვა დონორებისათვის. შესაბამისად, PwC- ის საქართველოს საკონსულტაციო პრაქტიკა საჯარო სექტორის კონსულტირებაში საკმაოდ აქტიურია. თამთა PwC საქართველოს საკონსულტაციო მომსახურების განვითარებას 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დირექტორის თანამდებობაზე გააგრძელებს. თამთა ფლობს IE-ის ბიზნეს სკოლის (მადრიდი, ესპანეთი) ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. 

PwC-ის წარმომადგენლობა საქართველოში 13 წელიწადს ითვლის. თბილისის ოფისი კლიენტთა ფართო სპექტრს მოიცავს, თითქმის ყველა სფეროს და ინდუსტრიას, ბევრი მათგანი კარგად ცნობილ ადგილობრივ და გლობალურ ბრენდებს წარმოადგენენ. 

ძირითადი მიმართულებების - აუდიტი და საგადასახადო მომსახურებების გარდა - ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში PwC სქართველომ კლიენტთა მოთხოვნებს უპასუხა და გააფართოვა მომსახურებების სფერო იურიდიული კონსულტაციების, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებისა და PwC ტრენინგების აკადემიის მიმართულებებით. მომსახურების ხარისხის გარდა, PwC ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. ბოლო წლების განმავლობაში PwC საქართველომ მოამზადა და გადაამზადა თანამშრომლები, და ამით თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ბიზნეს საზოგადოების განვითარებაში. 

ფირმის წარმატებული არსებობა რეგიონში განაპირობა მისმა ხედვამ და რეგიონისადმი ერთგულებამ. PwC საქართველო განაგრძობს მის საქმიანობას და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესებში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები