ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დეველოპერული კომპანია სვეტი განცხადებას ავრცელებს  
19 სექტემბერი, 2018, 14:38
დეველოპერული კომპანია სვეტი განცხადებას ავრცელებს   

 

თბილისი (GBC) - დეველოპერული კომპანია სვეტი განცხადებას ავრცელებს.

კომპანია მთავრობის #41-ე დადგენილებაში შესული ცვლილებების უკუქცევითი მოქმედების ძალას აპროტესტებს, რაც მენეჯმენტის შეფასებით მომაკვდინებელია ყველა დეველოპერული კომპანიისათვის. კომპანიამ „სვეტი”კონსტიტუციური სარჩელი უკვე მოამზადა, რომელსაც უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

კომპანია „სვეტი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც GBC უცვლელად გთავაზობთ:

„ქართული საზოგაოდებისათვის ცნობილია, რომ  საქართველოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ და უცხოურ სამშენებლო კომპანიებს, რომლის შედეგია თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება- განვითარება და ასეულ ათასობით ადამიანისათვის ახალი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა;  მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტების მომზადება-განხორციელების დროს  ძალიან რთული ადმინისტრაციული პროცედურებია გასავლელი, დეველოპერული კომპანიები ახერხებენ იმას, რომ მშენებლობის შეუფერხებლად გადალახონ მრავალკომპონენტიანი ბიუროკრატიული დერეფნები, თუმცა ლეგიტიმურად განხორციელებული ყოველი მუნიციპალურ ორგანოთა  ფორმირების  შემდეგ, გზა  და გზა იცვლება დამოკიდებულება სამშენებლო ბაზარზე დასაქმებულ დეველოპერულ კომპანიებთან მიმართებაში; ამის მაგალითია 2017 წლის 20 ნოემბრის მთავრობის #498 დადგენილება, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2016 წლის 28 იანვრის #41-ე დადგენილებაში; ამ ცვლილების შედეგად, აღმოჩნდა, რომ 2016 წლის 28 იანვრის #41-ე დადგენილებას მიეცა უკუქცევითი მოქმედების ძალა და გავრცელდა ყველა იმ ობიექტზე, რომელთა მიმართაც დამტკიცებულია მიწის ნაკვეთის სამშებელოდ გამოყენების პირობები, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ)  და ზემოაღნიშნულ ცვლილებაში  მითითებულ თარიღამდე ( 2017 წლის 16 ნოემბრამდე ) არ განხორციელებულა შემდგომი ქმედება.

დასახელებული ცვლილება მომაკვდინებელია ყველა დეველოპერული კომპანიისათვის, რომლებსაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე აღებული აქვს განაშენიანების რეგულერიების გეგმის დოკუმენტი, მესაკუთრეებისაგან გამოსყიდული აქვთ მიწის ნაკვეთები,  მიმართული აქვს არქიტექტურული პროექტის მომზადება-შექმნისათვის და შესაბამისად სამშენებლო ნებართვებისათვის, ვინაიდან ყველა კომპანია არამარტო სერიოზული ფინანსური  ზარალის წინაშეა, არამედ მენაშენეებთან ერღვევათ აღებული ვალდებულებები და ნებსით თუ უნებლიეთ , სამშენებლო კომპანიები „თაღლითური“ თუ „მაქინაციური“ ბრალდების წინაშე დგანან და ამით სარგებლობენ საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც ობიექტურად განაწყენებული მენაშენის განხცხადების საფუძველზე იწყებს გამოძიებას და ყადაღას ადებს დეველოპერული კომპანიის ქონებას;

ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა სამშენებლო კომოპანიებისთვის არის ქონებაზე ყადაღის დადება , ვინაიდან ყადაღა კრძალავს ბინების გაყიდვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მენაშენეებთან დადებული ვერც ერთი ხელშეკრულება ვერ შესრულდება და პრაქტიკულად დეველოპერული კომპანია გაკოტრებულია ;

მიუხედავად იმისა, რომ სასქართველოს კონსტიტუციის 21-ედა 30-ე მუხლებით დაცულია იურიდიული პირების საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისათვის ხელშეწყობა გარანტირებულია, ფაქტობრივად მთავრობის დასახელ;ებული დადგენილება და საპროცესო ყადაღა, წარმოადგენენ ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან უხეშად ჩარევისა და საკუთრების უფლების შემზღუდავ ნორმატიულ გარემოებებს, რომლებიც თავისთავად კონსტიტუციის საწინააღმდეგო ფუნქციებს ასრულებენ;

დეველოპერული კომპანია „სვეტი“ დარწმუნებულია იმაში, რომ დასახელებული ვითარება საერთო-სახელმწიფოებრივ პრობლემას წარმოადგენს ყველა დეველოპერისათვის, რომლებიც ასევე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან იმ მენაშენეებს, რომლებსაც წინასწარ აქვთ ფული შეტანილი საცხოვრებელი ბინის შესყიდვისათვის; აქედან გამომდინარე, შპს“ სვეტმა“ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოშიდა მოითხოვს მთავრობის დასახელებული ცვლილებების და საპროცესო ყადაღის ანტიკონსტიტუციურად ცნობას, მაგრამ ამავე დროს, მოუწოდებს ყველა დეველოპერს და პრობლემით შეწუხებულ ან  დაინტერსებულ ბინათ მენაშენეებს, რათა შემოურთდნენ შპს „სვეტის „ ინიციატივას და სოლიდარულად იქნეს გადავწყვეტილი ამ სფეროში შექმნილი პრობლემები“.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები