ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9633        EUR 3.2697        GBP 3.7957        RUB 4.6355        UAH 1.2093        AZN 1.743        AMD 6.2163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი სასამართლოში მიდის - გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის
21 სექტემბერი, 2018, 15:54
ქუმსიშვილი სასამართლოში მიდის - გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის

თბილისი (GBC) - აუცილებლად გადავდგამ ნაბიჯებს და მივმართავ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში, - ექს პირველი ვიცე-პრემიერი „ომეგა ჯგუფის“ სკანდალთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს, ამბობს, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მისი გვარი გამოყენებულია აშკარად უკანონო გამოძალვაში.

"მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე - ლევან ყიფიანთან მიმართებაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტო IPN-თან საუბრისას და აღნიშნავს: „ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც“.

ქუმსიშვილი ასევე გმობს ბიზნესზე ზეწოლას და ამბობს, რომ "ყველამ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, მაგრამ თუ ვინმე ამას იყენებს პირადი გამდიდრებისათვის ან პირადი სარგებლის მიღებისათვის, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე". 

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი კი, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკები რეკეტს ახორციელებდნენ. ზაზა ოქუაშვილი  ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს უკვე 2 კვირაა ფარულ ჩანაწერებს აწვდის. ჩანაწერებში   სპორტის ყოფილი მინისტრი  ლევან ყიფიანი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ასევე ირაკლი ჩუბინიშვილი ფიგურირებენ. 

ჩანაწერებში, რომლის  ავთენტურობა  ჯერ დადასტურებული არ არის, საუბარია  „თბილისის თამბაქოს“ და „ოჯთ-ს“ შესაძლო პარტნიორობაზე და საერთო ბიზნესიდან მიღებული თანხების ე.წ ფონდში (პარტიაში) მიმართვაზე.   ასევე 51 მლნ ლარის საგადასახადო ვალდებულებების  რესტრუქტურიზებაში დახმარების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონის გადახდაზე და ძვირადღირებული ავტომობილების გადაფორმებაზე, რომელიც მაშინდელი  მოქმედი და წინა ფინანსთა მინისტრებისთვის (ქუმსიშვილი, ხადური) უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები