






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) - ამ კვირაში ლეგალური კანაფის მწარმოებელი კომპანიების აქციები მკვეთრმა ზრდამ რამდენიმე ბიზნესმენი მილიონერებად და მილიარდერებად აქცია.
ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია კანადური Tilray Inc., რომლის აქციების ფასი ივლისის საჯარო შეთავაზებიდან, 13-ჯერ გაიზარდა.
ახლა კი ეს „მარიხუანას კაცები“ მილიონები ღირს - ფურცელზე მაინც. თუმცა, სექტორის აქციების არასტაბილურობის გათვალისწინებით, მათი მომავალი შესაძლოა მალე დასრულდეს - წერს Bloomberg-ი.
თვალი გადავავლოთ ვინ არიან ამ სექტორში ასე სწრაფად გამდიდრებული ბიზნესმენები.
კანადური Tilray -ის უკან 46 წლის ბრენდან კენედი, ასევე მაიკლ ბლუ და კრისტიან გროჰი დგანან (მათი ასაკი უცნობია). ისინი ახლა მილიარდელები არიან. რაც შეეხება კომპანიის აქციებს, ის 7.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ხოლო თითოეული თანაბარ წილს ფლობს 2.4 მილიარდის ოდენობით.
სექტორში ასევე წარმატებული პიროვნებაა 52 წლის ბრიუს ლინტონი, რომელიც Canopy Growth Corp.,-ის CEO-ა. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწების მფლობელია, რომელიც დაფუძნდა ყოფილი შოკოლადის ქარხნის Hershey-ს ადგილზე, ონტარიოში. მისი აქციები $142.6 მილიონადაა შეფასებული.
54 წლის ტერი ბუტი Aurora Cannabis Inc.-ის გენერალური დირექტორია. მისი აქციები შეფასებულია $95.1 მილიონად. ის სკოლის პერიოდში მარიხუანას თავის მეგობრებზე ყიდდა. წლის დასაწყისში მისმა კომპანიამ ყველაზე მეტი წილი მოიპოვა ინდუსტრიაში, CanniMed Therapeutics-ის შეძენით.
მილიონერია 47 წლის ჯონ შერვინიც, Aphria Inc.-ის თანადამფუძნებელი. მისი აქციები $144 მილიონადაა შეფასებული. ის მარიხუანას ბიზნესში მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ოჯახური „მწვანე სახლის“ ბიზნესი დატოვა, სადაც პომიდვრებს და წიწაკებს ყიდდნენ. კომპანია ერთ-ერთი პირველი მარიხუანას მწარმოებელი იყო, ვინც პროდუქციას საჯარო რეალიზაციას უწევდა.