






USD | 3.4462 |
EUR | 4.1530 |
GBP | 4.7964 |
TRY | 0.4168 |

თბილისი (GBC) - 24 სექტემბერს, ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომას მართავს.
ამ სხდომაზე სებ-ი ფინანსური სტაბილურობის რისკებს შეაფასებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს კი, სებ-ის პრეზიდენტი ბრიფინგზე გააჟღერებს.
14 ივნისის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის უცვლელად, 0%-ზე დატოვა.
კომიტეტის აღნიშნავდა, რომ მიმდინარე პერიოდში ჯამური დაკრედიტების ზრდა შესაბამისობაშია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდასთან. 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო (5.2%), ამასთან, მიუთითა, რომ "მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა იყოს ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ არ დაგროვდეს ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები".