ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2987        EUR 4.0033        GBP 4.5044        RUB 4.4956        UAH 1.1746        AZN 1.9405        AMD 6.3345      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
1 ოქტომბრიდან რესტორან საბატონში ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი
29 სექტემბერი, 2018, 01:03
1 ოქტომბრიდან რესტორან საბატონში ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით იქნება შესაძლებელი

თბილისი (GBC) - უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში - 1 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონი“-ში მისული სტუმრები მომსახურების საფასურის გადახდას ქართული კრიპტოვალუტით „AISI Coin”-ითაც შეძლებენ.

შესაბამისი შეთანხმება რესტორნის ადმინისტრაციასა და „ლუნა გრუპის“ დამფუძნებლებს შორის უკვე მიღწეულია.

„ეს  მართლა უპრეცედენტო ფაქტია. პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ ძალიან სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი და საკმაოდ სარგებლიანი ნაბიჯი გადადგა. დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა", - განაცხადა  „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ..

მისი თქმით,  გარდა ამისა, ვიცით, რომ საქართველო მაინერების რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება.  3000-ზე მეტი ადამიანი კი უკვე  აისი კოინის მომხმარებელია. და თუ მათ ამ დრომდე მხოლოდ ბირჟაზე ვაჭრობა შეეძლოთ, ან თანხის გაქეშება გარკვეული საკომისიოს დათმობით, ახლა მომსახურების გადახდა პირდაპირ აისი კოინით არის შესაძლებელი. 

"გამოყენების თვალსაზრისითაც ძალიან მარტივი პროცედურაა. გადახდა მოხდება QR კოდით, ანდროიდის ტელეფონით. მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ანუ მარტივი სკანირების საფუძველზე იქნება საშუალება, განხორციელდეს გადახდის პროცესი. მალე დავამზადებთ ბარათებსაც და აისის მომხმარებლები, უკვე ამ ბარათებით სარგებლობასაც შეძლებენ“ - განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები