ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9607        EUR 3.2855        GBP 3.6878        RUB 4.6066        UAH 1.1944        AZN 1.7415        AMD 6.2069      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ბანკი  ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას პასუხობს
1 ოქტომბერი, 2018, 10:39
თიბისი ბანკი  ზაზა ოქუაშვილის ბრალდებას პასუხობს

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ოქუაშვილმა ლონდონიდან ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.

"თიბისი ბანკი აცხადებს, რომ ბატონი ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

თიბისი ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. თიბისი ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. 

თიბისი ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ", - ნათქვამია ქვეყნის წამყვანი ბანკის განცხადებაში. 

ზაზა ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ბანკმა წესების დარღვევით, არასამუშაო საათებში,  1 დღის წინ დაფუძნებული კომპანიის ანგარიშიდან  4 მლნ დოლარის მოხსნა და ამ კომპანიის დირექტორებისთვის გადაცემა მოახდინა. 

ოქუაშვილი ამბობს, რომ ბანკიდან გამოსულ დირექტორებს ექს- გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის  შეიარაღებული პირები დახვდნენ და თანხა მანქანაში ჩაადებინეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მიუტანეს. თავად დირექტორებმა კი, ეს ამბავი ოქუაშვილს 2 დღის შემდეგ ძლივს გაუმხილეს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები