ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9691        EUR 3.2797        GBP 3.6989        RUB 4.6131        UAH 1.2042        AZN 1.7457        AMD 6.2376      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
  დავით საგანელიძე:  საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში არბიტრაჟის ლიდერად იქცეს  
4 ოქტომბერი, 2018, 12:38
   დავით საგანელიძე:  საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში არბიტრაჟის ლიდერად იქცეს  

 

თბილისი (GBC) –  საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში არბიტრაჟის ლიდერად იქცეს, - მიიჩნევს    „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრი.

დავით საგანელიძემ  საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა.   

„საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. პოტენციურ ინვესტორს კი სჭირდება თავისი ინვესტიციის დაცვის მყარი გარანტიები. შესაბამისად, საქართველოში სანდო საარბიტრაჟო დაწესებულებისა და ამ მიმართულებით, სტაბილური გარემოს არსებობა ინვესტიციების დაცვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. უცხოელი ინვესტორები პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების წინაპირობად კონკრეტული ქვეყნის დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული მექანიზმების არსებობას ასახელებენ. ასე რომ, ქვეყანაში სანდო და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა, ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსავითარებლად“, - ამბობს საგანელიძე.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი  მიიჩნევს, რომ  საქართველოს ფინანსურად ეკონომიური გარემო, არბიტრაჟს მორგებული თანამედროვე საკანონმდებლო ბაზა, ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურები და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იძლევა იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერად იქცეს.

2018 წლის კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო „ახალი ერა დავების გადაწყვეტაში“ და ღონისძიება საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟსა და დარგის სხვა აქტუალურ თემებს მიეძღვნა.

არბიტრაჟის დღეები, ასევე, მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო იურისტებისთვის სემინარებსა და ვორკშოპებს, რომელთა მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში გამოყენების უპირატესობების განმარტება და ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქმიანობის წარმართვისას დავების გადაწყვეტის გამარტივება.

ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და მას საერთაშორისო არბიტრაჟის 40-მდე სპეციალისტი და უცხოელი მოსამართლე დაესწრო.  „საარბიტრაჟო დღეები 2018“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები