ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0614        EUR 3.4673        GBP 3.8568        RUB 4.318        UAH 1.1296        AZN 1.8008        AMD 6.3235      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივანიშვილის კომპანიები - თანამდებობის პირების სამჭედლო სამი წლის შემდეგ
5 ოქტომბერი, 2018, 13:48
ივანიშვილის კომპანიები - თანამდებობის პირების სამჭედლო სამი წლის შემდეგ

თბილისი (GBC) - 2015 წლიდან სულ მცირე 17 ახალი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა, -"ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და მის ოჯახთან დაკავშირებული პირების თანამდებობეზე დანიშვნა/არჩევის საკითხზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს. 

ორგანიზაციამ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები და ბიოგრაფიების შესწავლის საფუძველზე დაასკვნა, რომ კვლავაც გრძელდება საჯარო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციებზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრების დანიშვნის ტენდენცია.

კვლევის ფარგლებში, ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა ბაზაში ის თანამდებობის პირები შეირჩნენ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებთან  ჰქონდათ კავშირი. ამჯერად კვლევა 40-მდე თანამდებობის პირს შეეხება.

ორგანიზაციის ცნობით, 2015 წლიდან სულ მცირე 17 ახალი შემთხვევაა, როდესაც თანამდებობაზე ივანიშვილის კომპანიებიდან წამოსული კადრი დაინიშნა/აირჩა, კიდევ 9 შემთხვევაში ასეთი პირები საჯარო სექტორში ახალ თანამდებობაზე დაინიშნენ/აირჩნენ. ასევე, სულ მცირე 9 ახალ შემთხვევაში, თანამდებობები ისეთმა პირებმა დაიკავეს, ვისი ოჯახის წევრებიც ივანიშვილის კომპანიებში არიან დასაქმებული.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები